ინფორმაცია და სერვისები

საბანკო გადარიცხვის ინსტრუქცია

აკორდეონის ელემენტები

ვადის გადაცილება

გადახდა უნდა შესრულდეს დაჯავშნიდან 1 საბანკო დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯავშანი გაუქმდება. თუ დასტურს არ მიიღებთ საბანკო გადარიცხვის შესრულებიდან 5 ვადაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს და დაადასტუროთ, რომ თქვენ მიერ გადახდილი თანხა მიღებულია.

შეცდომა დასტურის კოდში

კომენტარების/დანიშნულების ველში დასტურის კოდის შეცდომით აკრეფის შემთხვევაში, თქვენი ჯავშნის ამოცნობა შეუძლებელი იქნება. თუ მითითებული დასტურის კოდი და ელფოსტის მეშვეობით მიღებულ ინსტრუქციაში არსებული კოდი ერთმანეთს არ დაემთხვევა, ჯავშანი გაუქმდება. გადახდილი თანხა, რომლის დანიშნულების ამოცნობაც ვერ მოხერხდება, შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების დაქვითვის შემდეგ, უკან გადაირიცხება.

მრავალი ჯავშნის ღირებულების გადახდა ერთი გადარიცხვით

მრავალი ჯავშნის (დასტურის სხვადასხვა კოდით) ღირებულება უნდა დაიფაროს ინდივიდუალური საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. თუ რამდენიმე ჯავშნისთვის განკუთვნილი თანხა გაერთიანდება მხოლოდ ერთ საბანკო გადარიცხვაში, გადახდების შეჯერება ვერ მოხერხდება და შესაბამისად, ჯავშნები გაუქმდება.

თუ გადახდა საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გსურთ, დაჯავშნა გამგზავრებამდე მინიმუმ 14 დღით ადრე უნდა შესრულდეს.

არასაკმარისი თანხის გადარიცხვა

საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხა ჯავშნის ღირებულებას მთლიანად უნდა ფარავდეს. თუ გადახდილი თანხა ჯავშნის ღირებულებას მთლიანად ვერ დაფარავს, ჯავშანი გაუქმდება.