(ძალაშია 2020 წლის 30 დეკემბრიდან)
კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ამ სრული ვერსიის („შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ“) მიზანია, დეტალურად გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს Wizz Air ჯგუფის კომპანიები თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებსაიტს, www.wizzair.com-ს („ვებსაიტი“), ან მობილურ აპლიკაციას („ქუქი-ჩანაწერების“ გამოყენების ჩათვლით), ან როცა ჩვენთან ჯავშნებს აფორმებთ (მაგ., ინფორმაციას თქვენი ჯავშნების შესახებ და მგზავრობის ტენდენციებს). შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ გაგარკვევთ, როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორ ვაგროვებთ მათ და ვისთან ვაზიარებთ.
მონაცემთა ოპერატორი
Wizz Air Hungary Ltd. (იურიდიული მისამართი: Lecher Ödön fasor 6., H-1095, Budapest, Hungary), Wizz Air UK Limited (იურიდიული მისამართი: Main Terminal Building, London Luton Airport, Luton, United Kingdom, LU2 9LY) და Wizz Air Abu Dhabi LLC. (იურიდიული მისამართი: Wizz Air Abu Dhabi, PO Box 145076 Abu Dhabi, UAE); „Wizz Air“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს“. Wizz Air-ის თითოეული სუბიექტი მონაცემთა დამოუკიდებელ ოპერატორად ითვლება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში Wizz Air-ის სუბიექტები მოქმედებს, როგორც მონაცემთა ერთობლივი ოპერატორები, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების სექციაში „ერთობლივი ოპერატორები“. Wizz Air-ს ჯგუფისთვის დანიშნული ჰყავს მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც მონაცემთა დაცვის შესაბამისი კანონების მიხედვით მოქმედებს.
რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი?
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენების მიზნები მოცემულია ქვემოთ:
1) ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მუშაობა: თქვენი მონაცემების დამუშავება საჭიროა გამოყენების შესაბამისი პირობების, როგორც კონტრაქტის, შესასრულებლად და ვებსაიტისა თუ მობილური აპლიკაციის გამართული მუშაობისთვის.
2) Wizz Air-ის ანგარიშების მართვა: თქვენი Wizz ანგარიშის შესაქმნელად და გასამართად, თქვენი, როგორც მომხმარებლის, იდენტიფიცირებისთვის და თქვენთვის იმ მომსახურებებსა და ფუნქციებზე წვდომის უზრუნველსაყოფად, რომლებსაც ჩვენს რეგისტრირებულ მომხმარებლებს ვთავაზობთ, ასევე, თქვენი Wizz კრედიტების სამართავად საჭიროა დავამუშავოთ თქვენი მონაცემები Wizz ანგარიშის წესებისა და პირობების შესაბამისად.
3) მომსახურების გაწევა, ავიაბილეთის დაჯავშნა, თანხის გადახდა და თქვენი რეისის შესახებ კომუნიკაცია: თქვენი მონაცემების დამუშავება საჭიროა კონტრაქტის შესასრულებლად, თქვენი ჯავშნის სამართავად, თანხის გადახდისთვის და მგზავრთა და ბარგის ტრანსპორტირების ზოგადი პირობების შესასრულებლად
თქვენთვის მომსახურების გაწევის კუთხით გვაქვს შემდეგი ქვემიზნები:
- განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრების ტრანსპორტირება (მაგ., ფეხმძიმე მგზავრების უსაფრთხოება)
- შესვლის უფლების არმქონე პირის საკვების ვაუჩერის, უკანა ავიაბილეთის ტარიფისა და სხვა ხარჯების დადასტურება
- კომპენსაცია გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში
- შეზღუდული პასუხისმგებლობის დეკლარაციის მომზადება
- 14 წლამდე ასაკის ბავშვების თანმხლები მგზავრის საკომპენსაციო ფორმის მომზადება
- მგზავრისთვის ვალდებულებისგან გათავისუფლების ფორმის მომზადება
- საიმიგრაციო წესების დარღვევის ჩანაწერის მომზადება
- მგზავრთა სახმელეთო გადაყვანის ფორმის მომზადება
4) მესამე მხარეების სერვისებთან დაკავშირებული შემოთავაზებები: თქვენს პერსონალური მონაცემებს, თქვენივე თანხმობის საფუძველზე, დავამუშავებთ იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ მესამე მხარეების სერვისები და პროდუქტები.
მესამე მხარეების ამ სერვისებში შედის:
- სასტუმროები
- ავტომობილის დაქირავება
- სამოგზაურო დაზღვევა
- პარკირება აეროპორტში
- ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში)
- WIZZ საკრედიტო ბარათები
თუ WIZZ საკრედიტო ბარათს იყენებთ, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ ერთობლივი ოპერატორებისთვის, რომ უკეთ გაერკვეთ, როგორ ვიზიარებთ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს თქვენი მონაცემების დამუშავების კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაკონტროლებთ თქვენ მიერ მესამე მხარეებისგან შეძენილ სერვისებსა და პროდუქტებს ან იმას, თუ როგორ დაამუშავებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული მესამე მხარეები. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამისი მესამე მხარის შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ.
5) მარკეტინგული კომუნიკაცია და საინფორმაციო ბიულეტენები: თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული კომუნიკაციისა და საინფორმაციო ბიულეტენებისთვის ვამუშავებთ ანალიტიკური მიზნით მომხმარებელთა გამოკითხვების ჩასატარებლად, ხარისხის ასამაღლებლად, მომსახურების დასახვეწად, ვებსაიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჩვენი სარეკლამო კამპანიების წარმატების შესაფასებლად, სერვისების თქვენს საჭიროებებზე მოსარგებად ან თქვენთვის სასურველი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით საინფორმაციო ბიულეტენების გამოსაგზავნად.
6) დაცულობა და ოპერაციული უსაფრთხოება: თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ ადმინისტრაციული ამოცანების შესასრულებლად, გაყალბების შესამოწმებლად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ოპერაციული და სხვა ანგარიშების მოსამზადებლად, ასევე, დაცულობის უზრუნველსაყოფად.
7) სამართლებრივი ნორმების დაცვა: შესაბამისი კანონების სავალდებულო დებულებების შესასრულებლად, მაგალითად, საბუღალტრო, ანგარიშების გამოწერის, აუდიტის, მომხმარებელთა დაცვის, საიმიგრაციო თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის.
სამართლებრივი ნორმების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია შემდეგი ქვემიზნები:
- მომჩივნის მონაცემთა დაცვის უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება
- თქვენი მონაცემების დამუშავება თქვენთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში
- თქვენი მონაცემების დამუშავება თქვენ მიერ მომხმარებლის უფლებებით სარგებლობასთან და მომხმარებელთა დაცვის შესახებ შესაბამისი კანონების შესრულებასთან დაკავშირებით
- თქვენი მონაცემების დამუშავება საბუღალტრო კანონებისა თუ წესების დაცვისა და საბუღალტრო დოკუმენტების შენახვის მიზნით
- თქვენი მონაცემების დამუშავება საგადასახადო, განსაკუთრებით, ინვოისების გაცემასა და შენახვასთან დაკავშირებული, კანონების დაცვის მიზნით
8) მომხმარებლებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა: თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენი შეკითხვებისა და მოთხოვნების მართვა.
თქვენი თანხმობის საფუძველზე, მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრში განხორციელებული სატელეფონო ზარები იწერება სიტყვიერი ვალდებულებების დასაცავად და ჩანაწერების დასაცავად გასავრცელებლად. ისინი შეიძლება დავაკავშიროთ ჯავშნების სხვა მონაცემებთანაც. ელექტრონული სახით, ფოსტით ან ელფოსტით გამოგზავნილი საჩივრები ინახება არქივში და მომავალში შესაძლო საჩივრების დამუშავების მიზნით შეიძლება დავაკავშიროთ ჯავშნების სხვა მონაცემებთანაც.
თუ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება ისეთი ახალი მიზნისთვის დაგვჭირდება, რომელსაც არ ითვალისწინებს კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინება, მონაცემების ახალი მიზნით დამუშავებამდე ჩვენ მოგაწვდით განახლებულ შეტყობინებას, სადაც განმარტებული იქნება მონაცემების ახლებურად დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა პირობა. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების ახალი ეტაპის დაწყებამდე თქვენს თანხმობას მოვითხოვთ.
რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ?
ზემოაღნიშნული მიზნებისთვის მუშავდება შემდეგი კატეგორიის მონაცემები:
A. ვებსაიტთან და მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებული მონაცემები: მათ შორის, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, გამოყენებული ოპერაციული სისტემა, ვებსაიტი, რომლიდანაც გვეწვიეთ (გადასასვლელი ბმული), ვებგვერდ(ებ)ი, რომლებსაც ვებსაიტზე ესტუმრებით, ვებსაიტის წვდომის თარიღი და დრო, ინტერნეტ-პროტოკოლოს (IP) მისმართი, მობილური აპლიკაციის გამოყენების მონაცემები.
B. ანალიტიკური მონაცემები: მათ შორის, სისტემაში შესვლასთან დაკავშირებული მონაცემები, ნანახი გვერდები და ჩამოტვირთული დოკუმენტები.
C. Wizz ანგარიშის მონაცემები: თქვენი მიმართვა, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, ეროვნება (მოქალაქეობა) და WIZZ კრედიტების ბალანსი.
D. მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) მონაცემები: მათ შორის, მგზავრის დაბადების თარიღი, სქესი, სახელი და გვარი, ეროვნება, საცხოვრებელი ქვეყანის სახელი, სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი, სამგზავრო დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ქვეყნის სახელი, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, მომხმარებლის სახელი, მომხმარებლის ეროვნება, მომხმარებლის ტელეფონის ნომერი.
E. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მონაცემები: მათ შორის, მგზავრის სახელი და გვარი, მოქალაქეობა, სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, პასპორტის ან მთავრობის მიერ გაცემული ევროკავშირის ეროვნული საიდენტიფიკაციო ბარათის ნომრები და მათი მოქმედების ვადის გასვლის თარიღი, სპეციალური მომსახურების მოთხოვნის კოდი (SSR) მგზავრებისთვის, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ სპეციალური დახმარება/მომსახურება, უზრუნველყოფილი სერვისები, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საკრედიტო/სადებეტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის მონაცემები, ფრენის დეტალები, დამადასტურებელი ნომერი, დაბადების თარიღი, სამგზავრო დოკუმენტების დეტალები და დანიშნულების ადგილი, საჩქარო ჩანთის იარლიყის ნომერი, ბარგის აღწერილობა და ღირებულება, ბარგის იარლიყის ნომერი, ჯავშნის კოდი, ხელმოწერა, გაუქმებული/გადადებული რეისის ნომერი, ჯავშნის ნომერი, ახალი რეისის ნომერი, თქვენ მიერ შეძენილი სერვისები და Wizz ანგარიშის ნომერი.
F. ტრავმის შესახებ ანგარიშის მონაცემები: მათ შორის, მგზავრის სახელი, რეისის ნომერი, ინციდენტის ადგილი, პასპორტის ნომერი, შემთხვევის აღწერილობა, ტრავმირებულია თუ არა მგზავრი, ტრავმის ტიპი, დაეთანხმა თუ არა მგზავრი ანგარიშს და ხელმოწერა.
G. 14 წლამდე ბავშვების საკომპენსაციო ფორმის მონაცემები: მათ შორის, 14 წლამდე ასაკის მგზავრის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის/პირადობის ნომერი, მისამართი, მოქალაქეობა, გამგზავრების რეისის ნომერი, გამგზავრების რეისის თარიღი, ჯავშნის კოდი, უკანა რეისის ნომერი, უკანა რეისის თარიღი, ჯავშნის კოდი. თანმხლები მგზავრის სახელი და გვარი და მასთან დაკავშირებული მონაცემები, მათ შორის, დაბადების თარიღი, პასპორტის/პირადობის ნომერი, მისამართი, მოქალაქეობა, გამგზავრების რეისის ნომერი, გამგზავრების რეისის თარიღი, ჯავშნის კოდი, უკანა რეისის ნომერი, უკანა რეისის თარიღი, ჯავშნის კოდი, თანმხლები მგზავრის ხელმოწერა.
H. საიმიგრაციო წესების დარღვევის ჩანაწერის მონაცემები: მათ შორის, მგზავრის სახელი და გვარი, რეისის ნომერი, გამგზავრების პუნქტი, უკანა რეისის ჯავშნის კოდი, გამგზავრების რეისის ჯავშნის კოდი, უარის თქმის მიზეზი.
I. ხელისშემშლელ მგზავრთან დაკავშირებული ანგარიშის მონაცემები: მათ შორის, მგზავრის სახელი და გვარი, ჯავშნის კოდი, რეისის ნომერი, მიმართულება, ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, უარის თქმის მიზეზი, საჩივრის აღწერილობა.
J. სერვისებთან დაკავშირებული კომუნიკაციის მონაცემები: მათ შორის, მგზავრის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი), ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები და Wizz ანგარიშის ნომერი.
K. მესამე მხარეების სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები: მათ შორის, მგზავრის სახელი, ეროვნება, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საკრედიტო/საბანკო ბარათის მონაცემები, ინფორმაცია სპეციალური ზრუნვის შესახებ, ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები, დადასტურების ნომერი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია სამოგზაურო დოკუმენტების შესახებ, მდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც განისაზღვრება რეალურ დროში GPS-ის, Bluetooth-ისა და IP მისამართის მეშვეობით, საერთო Wi-Fi ჰოტსპოტებისა და სატელეფონო ანძების მდებარეობებთან ერთად. ამისთვის თქვენ უნდა იყენებდეთ მდებარეობაზე მორგებულ ფუნქციებს და გააქტიურებული გქონდეთ გეოლოკაციის მომსახურების პარამეტრები კომპიუტერსა თუ სხვა მოწყობილობაზე) და Wizz ანგარიშის ნომერი.
L. პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციის მონაცემები: მათ შორის, სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი), დაჯავშნის ქრონოლოგიური დეტალები, დაუსრულებელი დაჯავშნის შემთხვევაში კი გამგზავრებისა და დანიშნულების არჩეული პუნქტები, ერთი თუ ორი გზა, გამგზავრების და ჩაფრენის დროები, მგზავრთა რაოდენობა, არჩეული ტარიფის ტიპი, ტარიფის სრული ოდენობა, არის თუ არა მომხმარებელი საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერი, ჯავშნის ტიპი (ჩვეულებრივი, Wizz ფასდაკლების კლუბი, ჯგუფური), არჩეული სერვისები, Wizz Air-ის ვებგვერდის/აპლიკაციის ენა.
M. დაცულობასთან და ოპერაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები: მათ შორის, მგზავრის სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, გეოლოკაციის მონაცემები, ჯავშნებისა და ტრანსაქციების ისტორია, საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემები, მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
N. შესაბამისობასთან დაკავშირებული მონაცემები: მათ შორის, იმ პირებთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებიც ითხოვენ სპეციალურ დახმარებას; ავიარეისის შეფერხების/გადადების შემთხვევაში ჩვენს ვალდებულებებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, კორესპონდენცია მომჩივანთან.
O. გადასახადებთან დაკავშირებული სა საბუღალტრო მონაცემები: მათ შორის, საბაჟო კონტროლთან, ინვოისირებასთან, შესაბამისი გადასახადების გადახდასთან და საბუღალტრო და საგადასახადო კანონების დასაცავად საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები.
P. მომხმარებლებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მონაცემები: მათ შორის, სახელი და გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, Wizz ანგარიშის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რეისების ისტორია, მოთხოვნის შინაარსი, კორესპონდენცია მომჩივანთან, გადახდის და საკრედიტო ბარათის მონაცემები.
გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ, პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მოგვაწვდით თქვენი Wizz ანგარიშის შექმნის პერიოდში, გამოყენებულ იქნება თქვენი, როგორც ჩვენი მგზავრის, ავიარეისის დასაჯავშნად. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის პროცესში თქვენ უნდა მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც ზუსტად ემთხვევა იმ სამოგზაურო დოკუმენტში არსებულს, რომელსაც იყენებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის.
კონფიდენციალური პერსონალური მონაცემები:
გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ ასევე გვჭირდება, დავამუშავოთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (კონფიდენციალური პერსონალური მონაცემები), როგორიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, მაგალითად, როდესაც ჩვენგან და/ან აეროპორტის ოპერატორისგან ითხოვთ სპეციალურ დახმარებას (როგორიცაა, ჟანგბადის მიწოდება), ან როდესაც უსაფრთხოების მიზნით გვაწვდით ინფორმაციას ფრენის ამტანობასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაციას ორსულობის ან ალერგიის შესახებ).
თქვენი კონფიდენციალური პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად, შესაძლოა, დაგვჭირდეს თქვენი ცალსახა თანხმობა. ჩვენ ვალდებული ვართ, მივიღოთ თქვენი ცალსახა თანხმობა, ხოლო თუ უარს იტყვით, შესაძლოა, მოთხოვნილი სერვის(ებ)ი ვერ გაგიწიოთ. თუ თქვენ გამოიხმობთ ან არ მოგვცემთ თანხმობას კონფიდენციალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ სერვისის ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ და ჩვენ შორის დადებული კონტრაქტის შესასრულებლად ან თქვენთვის სერვისებისა და ინდივიდუალური შემოთავაზებების უზრუნველსაყოფად თქვენი პერსონალური მონაცემები დაგვჭირდება. თუ მოთხოვნილ პერსონალურ მონაცემებს არ მოგვაწვდით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ სერვისის ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად ჩვენ გვექნება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლები:
- თქვენ მიერ განცხადებული თანხმობა ევროკავშირის 679/2016 რეგლამენტის (ან, შესაბამის შემთხვევებში ევროკავშირის 679/2016 რეგლამენტი, როგორც ის მოქმედებს გაერთიანებულ სამეფოში — UK GDPR) (ერთობლივად „GDPR“) მუხლის 6 (1) (ა)) ფარგლებში („თანხმობა“), ან, ზოგადად, სპეციალური კატეგორიების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ჩვენ დავეყრდნობით თქვენს ცალსახა თანხმობას GDPR-ის მუხლის 9 (2) (ა) ფარგლებში („ცალსახა თანხმობა“).
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა იმისთვის, რომ შევასრულოთ თქვენთან მოქმედი კონტრაქტი GDPR-ის მუხლის 6 (1) (ბ) ფარგლებში (“კონტრაქტთან დაკავშირებული საფუძველი“).
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე, GDPR-ის მუხლის 6 (1) (ვ) ფარგლებში („კანონიერი ინტერესი“).
- ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების საფუძველზე, GDPR-ის მუხლის 6(1) (გ) შესაბამისად („სამართლებრივი ვალდებულება“).
- ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თუ ეს საჭირო იქნება ფიზიკური პირის მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად (როცა მონაცემების სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად არ შეუძლია თანხმობის გაცემა GDPR-ის მუხლის 9(2) (გ) შესაბამისად („მნიშვნელოვანი ინტერესი“).
- ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თუ ეს საჭირო იქნება მნიშვნელოვანი საყოველთაო ინტერესისთვის, ევროკავშირის ან მისი წევრი ქვეყნების კანონმდებლობის საფუძველზე, როგორიცაა ავიატრანსპორტის უსაფრთხოება შესაბამისი კონკრეტული ზომებით მონაცემების სუბიექტის ფუნდამენტური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, GDPR-ის მუხლის 9(2) (ზ) შესაბამისად (მნიშვნელოვანი საყოველთაო ინტერესი“).
თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ ქვემოთ მოცემული მიზნებისთვის და სამართლებრივ საფუძვლებზე:
|
მონაცემთა დამუშავების მიზანი | დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები | სამართლებრივი საფუძველი |
ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მუშაობა | - ვებსაიტთან და მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებული მონაცემები
- ანალიტიკური მონაცემები
| კონტრაქტთან დაკავშირებული საფუძველი კანონიერი ინტერესი |
Wizz Air ანგარიშის მართვა | - Wizz ანგარიშის მონაცემები
| კონტრაქტთან დაკავშირებული საფუძველი |
მომსახურების გაწევა, ავიაბილეთის დაჯავშნა, გადახდა და რეისის შესახებ კომუნიკაცია | - Wizz ანგარიშის მონაცემები
- PNR მონაცემები
- მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მონაცემები
- ტრავმებთან დაკავშირებული ანგარიშის მონაცემები
- 14 წლამდე ასაკის ბავშვების საკომპენსაციო ფორმის მონაცემები
- სერვისების შესახებ კომუნიკაციის მონაცემები
| კონტრაქტთან დაკავშირებული საფუძველი კანონიერი ინტერესი სამართლებრივი ვალდებულება
კონფიდენციალური მონაცემების შემთხვევაში: ცალსახა თანხმობა მნიშვნელოვანი ინტერესი |
მესამე მხარეების სერვისებთან დაკავშირებული შემოთავაზებები | - მესამე მხარეების სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები
- პირდაპირი მარკეტინგი
| თანხმობა |
მარკეტინგული კომუნიკაცია და საინფორმაციო ბიულეტენები | - მესამე მხარეების სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები
- პირდაპირი მარკეტინგი
| თანხმობა კანონიერი ინტერესი |
დაცულობა და ოპერაციული უსაფრთხოება | - დაცულობასთან და ოპერაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები
- საიმიგრაციო წესების დარღვევის ჩანაწერის მონაცემები
- ხელისშემშლელი მგზავრის შესახებ ანგარიშის მონაცემები
| კანონიერი ინტერესი სამართლებრივი ვალდებულება
კონფიდენციალური მონაცემების შემთხვევაში: მნიშვნელოვანი საყოველთაო ინტერესი |
სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა | - შესაბამისობასთან დაკავშირებული მონაცემები
- გადასახადებთან დაკავშირებული და საბუღალტრო მონაცემები
- საიმიგრაციო წესების დარღვევის ჩანაწერის მონაცემები
- ხელისშემშლელი მგზავრის შესახებ ანგარიშის მონაცემები
| კანონიერი ინტერესი სამართლებრივი ვალდებულება |
მომხმარებლებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა | - დაცულობასთან და ოპერაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემები
- შესაბამისობასთან დაკავშირებული მონაცემები
- გადასახადებთან დაკავშირებული და საბუღალტრო მონაცემები
- მომხმარებლებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მონაცემები
| კანონიერი ინტერესი |
ჩვენი კანონიერი ინტერესი
როცა პერსონალურ მონაცემებს ჩვენი კანონიერი ინტერესების საფუძველზე ვამუშავებთ, უსაფრთხოების სპეციალურ ზომებს ვიღებთ, რომ თქვენი კონფიდენციალურობა დაცული იყოს და თქვენი ინტერესები, ფუნდამენტური უფლებები თუ თავისუფლებები არ ზღუდავდეს ჩვენს კანონიერ ინტერესებს.
ჩვენი უმთავრესი კანონიერი ინტერესების აღსასრულებლად ჩვენ ჩავატარეთ ბალანსირების ტესტი. ჩვენ გავითვალისწინეთ, თუ რა დონეზე შეიძლება მოახდინოს გავლენა ჩვენი მხრიდან მონაცემების დამუშავებამ თქვენს ინტერესებზე, უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე, კომპანიების ორგანიზაციული სტრუქტურა და მუშაობა და კონფიდენციალურობის ჩვენი გარანტიები. აღნიშნულის საფუძველზე, დავასკვენით, რომ ჩვენი მხრიდან მონაცემების დამუშავების შესაბამისი შემთხვევები (როგორც ეს აღწერილია ქვემოთ) არაპროპორციულად არ ზღუდავს თქვენს ინტერესებს, პირად უფლებებსა და თავისუფლებებს.
დამუშავების შემთხვევა | ბალანსირების ტესტი |
ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მუშაობა | Wizz Air-ს აქვს კანონიერი ინტერესი დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები თავისი ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის კონტექსტში იმისთვის, რომ მოთხოვნილი კონტენტი მოგაწოდოთ. |
მომსახურების გაწევა, ავიაბილეთის დაჯავშნა, გადახდა და რეისის შესახებ კომუნიკაცია | თუ იურიდიული სუბიექტის საკონტაქტო პირი ხართ, Wizz Air-ს აქვს კანონიერი ინტერესი, აწარმოოს საქმიანი კომუნიკაცია ასეთ საკონტაქტო პირთან. თუ მომხმარებლებთან საკონტაქტო პირი უშუალოდ Wizz Air-ს დაუკავშირდება შეკითხვით ან საჩივრით, ან თუ იურიდიული სუბიექტი კონტრაქტში მონაწილე მხარეა ავიამომსახურებისთვის, შესაბამისი საკონტაქტო პირების მონაცემები დამუშავდება იმისთვის, რომ მიიღონ პასუხი ან შესაბამისი სერვისი |
მარკეტინგული კომუნიკაცია და საინფორმაციო ბიულეტენები | Wizz Air-ს აქვს კანონიერი ინტერესი, დაგიკავშირდეთ იმისთვის, ანალიტიკური მიზნით მომხმარებელთა გამოკითხვების ჩასატარებლად, ხარისხის ასამაღლებლად, მომსახურების დასახვეწად, ვებსაიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, სარეკლამო კამპანიების წარმატების შესაფასებლად, სერვისების თქვენს საჭიროებებზე მოსარგებად ან თქვენთვის სასურველი საკონტაქტო არხის მეშვეობით საინფორმაციო ბიულეტენების გამოსაგზავნად. |
დაცულობა და ოპერაციული უსაფრთხოება | Wizz Air-ს აქვს კანონიერი ინტერესი თავიდან აიცილოს და გამოავლინოს ნებისმიერი ტიპის თაღლითობა, რომელიც საფრთხეს უქმნის Wizz Air-ს ან მის მომხმარებლებს, თანამშრომლებს, ბიზნეს-პარტნიორებსა და მათ თანამშრომლებს, ასევე, რეაგირება მოახდინოს სამართლებრივ პროცესსა თუ სამთავრობო უწყებების/მესამე მხარეების მხრიდან ინფორმაციის მოთხოვნებზე. კერძო პირები Wizz Air-ისგან მოელიან, რომ ის დაიცავს შესაბამის კანონმდებლობას და ინფორმაციას, რაც საყოველთაო ინტერესს წარმოადგენს; ზიანის საფრთხე შეიქმნებოდა, თუ Wizz Air ვერ მოახერხებდა მონაცემების ამგვარად დამუშავებას, რომლითაც უფრო ფართო საზოგადოებაც სარგებლობს. აქედან გამომდინარე, Wizz Air-ს უფლება აქვს, უსაფრთხოების არასასურველი დარღვევის, არაავტორიზებული წვდომის, ინფორმაციის გამჟღავნების/მოპოვებისა და მონაცემებთან/სისტემასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნოს შესაბამის უწყებებსა და სასამართლოებს, ასევე, უპასუხოს მესამე პირების საჩივრებსა და მოთხოვნებს. |
მომხმარებლებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა | Wizz Air აქვს კანონიერი ინტერესი, დაამუშავოს მონაცემები შეკითხვებზე, დაინტერესებებსა და საჩივრებზე მომხმარებლებისთვის პასუხის გასაცემად, რადგან შეკითხვების მქონე მომხმარებლებთან კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მათ Wizz Air-ის ნდობა ჰქონდეთ. თუ მომხმარებელი შეკითხვით ან საჩივრით უშუალოდ Wizz Air-ს დაუკავშირდება, მათი მონაცემები დამუშავდება პასუხის გაცემის მიზნით. |
სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა | Wizz Air-ს აქვს კანონიერი ინტერესი, დაამუშავოს მონაცემები სამართლებრივი სარჩელების შედგენისთვის, აღსრულებისთვის ან დაცვისთვის, სასამართლო პროცესის ფარგლებში თუ ადმინისტრაციული/არასასამართლო პროცედურის შესრულებისას. |
ჩვენი კანონიერი ინტერესებისა და ბალანსირების ტესტების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ data.protection@wizzair.com-ზე.
რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინებაში დასახელებული მიზნების შესრულებისთვის საჭირო ხანგრძლივობით ან იმ დროის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამის კანონებში.
მონაცემთა დამუშავების მიზანი | შენახვის პერიოდი |
ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მუშაობა | ინტერნეტში შესრულებული ძიების მონაცემებს თქვენ შესახებ ვინახავთ ოთხი დღით. |
Wizz Air ანგარიშის მართვა | თქვენს პერსონალურ მონაცემებს გონივრულად საჭირო დროზე მეტ ხანს არ ვინახავთ: მონაცემები შეინახება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებიდან (ანუ, თქვენი Wizz ანგარიშის წაშლიდან) 6 წლის განმავლობაში, მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მომსახურების გაწევა, ავიაბილეთის დაჯავშნა, გადახდა და რეისის შესახებ კომუნიკაცია | მონაცემები შეინახება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რეისებთან დაკავშირებული თქვენი პერსონალური მონაცემების (PNR) შენახვა 5 წლით გვჭირდება, ფრენიდან 6 თვის შემდეგ კი მათ ანონიმურად გარდავქმნით. თანხმობის საფუძველზე პირადი მონაცემების დამუშავება გაგრძელდება თანხმობის გამოთხოვნამდე. |
მესამე მხარეების სერვისებთან დაკავშირებული შემოთავაზებები | თქვენს პერსონალურ მონაცემებს გონივრულად საჭირო დროზე მეტ ხანს არ ვინახავთ: მონაცემები შეინახება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თანხმობის საფუძველზე პირადი მონაცემების დამუშავება გაგრძელდება თანხმობის გამოთხოვნამდე. |
მარკეტინგული კომუნიკაცია და საინფორმაციო ბიულეტენები | ინტერნეტში შესრულებული ძიების მონაცემებს თქვენ შესახებ ვინახავთ ოთხი დღით. მარკეტინგულ კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობამდე. |
დაცულობა და ოპერაციული უსაფრთხოება | მონაცემები შეინახება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლო ან დისციპლინური პროცედურის აღძვრის შემთხვევაში, მონაცემები შეინახება ამ პროცედურების დასრულებამდე, უფლებების დაცვის შესაძლო პერიოდის ჩათვლით, რომელთან დაკავშირებული მონაცემებიც, სამოქალაქო სარჩელების შემთხვევაში, წაიშლება სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის პერიოდის გასვლის შემდეგ. |
სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა | საბუღალტრო დოკუმენტების შემთხვევაში, შენახვის პერიოდი მოიცავს ფისკალური წლის დასრულებიდან 8 წელს, როგორც ეს გათვალისწინებულია საბუღალტრო დოკუმენტაციის შესახებ 2000 წლის აქტ C-ს 169-ე სექციაში. დაბეგვრასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ სერვისთან დაკავშირებული ინვოისის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში, 2012 წლის აქტ CL-ის სექცია 78(3)-ის (აქტი დაბეგვრის ბრძანების შესახებ) და აქტ CXXVII-ის სექცია 179-ის (აქტი დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ) შესაბამისად. სასამართლო ან დისციპლინური პროცედურის აღძვრის შემთხვევაში, მონაცემები შეინახება ამ პროცედურების დასრულებამდე, უფლებების დაცვის შესაძლო პერიოდის ჩათვლით, რომელთან დაკავშირებული მონაცემებიც, სამოქალაქო სარჩელების შემთხვევაში, წაიშლება სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის პერიოდის გასვლის შემდეგ. |
მომხმარებლებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა | თქვენს მონაცემებს ვინახავთ საჩივრის აღძვრიდან 5 წლის განმავლობაში, 1997 წლის აქტ CLV-ის სექცია 17/A-ს (მომხმარებელთა დაცვის აქტი) შესაბამისად. |
ვის შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს მონაცემებზე?
მუშაობის პროცესში Wizz Air-მა შეიძლება ჩართოს მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა წყაროები და მომსახურების გარე პროვაიდერები, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებენ კონკრეტული მიზნებისთვის Wizz Air-ის სახელითა და მითითებებით. ამას გარდა, მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air ვალდებულია, გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები სახელმწიფო ორგანოებს, უწყებებსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს.
ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ (გაერთიანებულ სამეფოში შეგროვებული პერსონალური მონაცემები კი — გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ) თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა საჭიროა თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად. მონაცემებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ Wizz Air-ის გუნდის წევრებს, მონაცემთა დამმუშავებლებსა და მომსახურების მომწოდებლებს იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები გაერთიანებულ სამეფოსთან/ევროპის ეკონომიკურ ზონასთან შედარებით ნაკლებად დაცულია. საჭიროების შემთხვევაში Wizz Air ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებმა მხარეებმა უზრუნველყონ მონაცემთა შესაბამის დონეზე დაცვა მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, კერძოდ, ევროკომისიის მიერ გამოცემული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების გამოყენებით ან ადეკვატურობის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების (გაერთიანებულ სამეფოში შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემთხვევაში კი — ადეკვატურობის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილების) შესრულებით, რომლის თანახმადაც პერსონალური მონაცემების მიმღებმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს მონაცემების სათანადო დონეზე დაცვა.
თუ საზღვარგარეთ პერსონალური მონაცემების გადაცემის დროს სათანადო დაცვის უზრუნველყოფა არ მოხდება, თქვენგან სასწრაფო თანხმობას მოვითხოვთ ამგვარ გადაცემაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ამგვარი გადაცემა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან, კერძოდ, მიმღები ქვეყნის არაუფლებამოსილ მესამე მხარეებს, შესაძლოა, წვდომა ჰქონდეთ ამ მონაცემებთან და შეიძლება ვერ მოახერხოთ მონაცემთა სუბიექტის უფლებების და/ან თქვენი უფლებების გამოყენება ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და კონფიდენციალურობაზე თქვენს უფლებას.
ჩვენს ვებსაიტზე, წარმომავლობისა და დანიშნულების ადგილებში, შეგიძლიათ იხილოთ გარეშე ქვეყნები, სადაც შეიძლება გაიგზავნოს ან ხელმისაწვდომი იყოს თქვენი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული დამოკიდებულია თქვენი მოგზაურობის დანიშნულების ადგილზე და მომწოდებლებზე, რომლებსაც მომსახურების გასაწევად მივმართავთ. ამ ქვეყნებში ამჟამად შედის ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ეგვიპტე, საქართველო, გიბრალტარი, ისრაელი, ყაზახეთი, კოსოვო, მოლდოვეთი, მონტენეგრო, მაროკო, ჩრდილოეთი მაკედონია, რუსეთი, სერბეთი, შვეიცარია, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და გაერთიანებული სამეფო.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მესამე მხარეები (მიმღებები), ქვემოთ მოყვანილი მიზნებისთვის:
- Wizz Air-ის ჯგუფი: თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაუზიარდეს Wizz Air-ის გუნდის წევრებს, რამდენადაც ეს საჭირო იქნება თქვენთვის იმ მომსახურებების გასაწევად, რომლებსაც ჩვენგან შეიძინეთ ან იმისთვის, რომ შეიძინოთ მესამე მხარეების მიერ მოწოდებული სერვისები/პროდუქტები ჩვენი ვებსაიტის, მობილური აპლიკაციისა თუ ქოლ-ცენტრის მეშვეობით.
Wizz Air-ის გუნდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
- Wizz Air-ის სერვისის მომწოდებლები: ჩვენგან შეძენილი მომსახურებების გასაწევად Wizz Air-ში ზოგიერთი მესამე მხარისგან დახმარებას ვიღებთ. ამგვარ მომსახურებებში შედის:
- მიწისზედა მომსახურებები აეროპორტებში;
- გადახდების დამუშავების მომსახურებები;
- ერთგულების სქემების მართვა;
- მარკეტინგული სააგენტოები;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით გაწეული მომსახურებები;
- აეროპორტებში გაწეული გარკვეული მომსახურებები, როგორიცაა ბილეთების გაყიდვა, ბარგთან დაკავშირებული მომსახურებები, პრიორიტეტული ჩასხდომა, ცვლილებები ავიარეისებში;
- საბუღალტრო კომპანიები;
- მომხმარებლებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
- მესამე მხარეები, როგორიცაა იურიდიული მომსახურების კომპანიები ან სერვისის მომწოდებლები;
- მომხმარებელთა მომსახურების გარეშე მომწოდებლები: როდესაც თქვენ მომსახურების გარეშე მომწოდებლისგან შეიძენთ სერვისს ჩვენი ვებსაიტის, აპლიკაციისა თუ ქოლ-ცენტრის მეშვეობით (მაგ., შეუკვეთავთ სატრანსპორტო ან მასთან დაკავშირებულ სერვისს), შეკვეთილი მომსახურების გასაწევად თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ გადავცემთ მომსახურების შესაბამის მომწოდებელს. აღნიშნული მესამე მხარეების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე, ასევე, შეიძლება ვრცელდებოდეს მათი კონფიდენციალურობის დებულებები. მესამე მხარეების მიერ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, პირდაპირ იმ კონფიდენციალურობის დებულებებს გაეცნოთ, რომლებიც ამა თუ იმ მესამე მხარის ვებსაიტზეა მოცემული.
ამას გარდა, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ მესამე მხარეებისგან, მაგალითად, როდესაც მონაწილეობთ ერთგულების პროგრამაში. - სახელმწიფო უწყებები და სამართალდამცავი ორგანოები: სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოები, როგორიცაა პოლიცია ან მარეგულირებელი ორგანოები, თუ ამის შესახებ მოთხოვნა შემოვა და ამას კანონი მოითხოვს; ან იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და აქტივების უსაფრთხოება.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ სახელმწიფო ან სამართალდამცავ ორგანოებს, როგორიცაა პოლიცია ან მარეგულირებელი ორგანოები, თუ ამის შესახებ მოთხოვნა შემოვა და ამას კანონი მოითხოვს, ასევე, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და აქტივების უსაფრთხოება. - სასაზღვრო პოლიცია და საიმიგრაციო სამსახურები: ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air ვალდებულია, სასაზღვრო კონტროლის სამსახურებს ჯავშანთან და მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს. ამიტომ, თუ რაიმე ინფორმაცია გაგვაჩნია თქვენი მოგზაურობის შესახებ, ის შეიძლება გავუმჟღავნოთ საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურებს თქვენი გამგზავრების ან დანიშნულების ადგილზე. ამას გარდა, ზოგიერთი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა Wizz Air-ისგან მოითხოვს ყველა მგზავრის პასპორტისა და სხვა ანალოგიური ინფორმაციის შეგროვებას ამ ქვეყნებში ჩასვლამდე ან იქიდან წამოსვლამდე. კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამის საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურებს მიაწვდის.
გაცნობებთ, რომ ტერორისტული ქმედებებისა და მძიმე კრიმინალური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, გამოსავლენად, გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დასასჯელად მგზავრების სახელების ჩანაწერების (PNR) გამოყენების თაობაზე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2016 წლის 27 აპრილის დირექტივა (EU) 2016/681-ის (გაერთიანებული სამეფოში კი, შესაბამის შემთხვევებში, ეკვივალენტური კანონმდებლობის) მიხედვით, Wizz Air ვალდებულია, თქვენს მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს მგზავრთა შესახებ ინფორმაციის ცენტრს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც მიემგზავრებით.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ ქვემოთ მოცემული უფლებები:
(i) წვდომის უფლება: უფლება გაქვთ, იკითხოთ, გვაქვს თუ არა თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები, ასეთ შემთხვევაში კი მოითხოვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალური მონაცემები გვაქვს. ამას გარდა, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სხვა შეკითხვებსაც, მათ შორის, თუ რატომ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, კონკრეტულად რა მონაცემები გვაქვს და ვის მივეცით წვდომა აღნიშნულ მონაცემებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება და წვდომაზე თქვენი უფლებები, შესაძლოა, სხვა პირების ინტერესებმა შეზღუდოს.
ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია იდენტიფიკაციისათვის ან თქვენ მიერ მოთხოვნილი დამატებითი ასლებისათვის დაგაკისროთ გონივრული გადასახადი ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაყრდნობით.
(ii) გასწორების უფლება: მოთხოვნისამებრ, ჩვენ ვალდებული ვართ, გავასწოროთ არაზუსტი პერსონალური მონაცემები ან შევავსოთ არასრული პერსონალური მონაცემები.
სახელის ცვლილების/შესწორების წესებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოცემულია აქ.
(iii) წაშლის უფლება (დავიწყების უფლება): გარკვეულ გარემოებებში ვალდებული ვიქნებით, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე წავშალოთ პერსონალური მონაცემები.
(iv) მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის უფლება: გარკვეულ გარემოებებში ვალდებული ვიქნებით, შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე, შევზღუდოთ პერსონალური მონაცემების გამოყენება. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მონაცემების გამოყენების უფლება მხოლოდ კანონში გაწერილი კონკრეტული შეზღუდული მიზნებისთვის გვექნება.
(v) მონაცემთა პორტაბელობის უფლება: გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც მანამდე მოგვაწოდეთ, გარკვეული სტრუქტურით, საზოგადო ფორმითა და მანქანით წაკითხვადი ფორმატით. ამას გარდა, შეიძლება უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ ამ მონაცემების გადაცემა სხვა პირისთვის ჩვენგან ხელის შეშლის გარეშე.
(vi) გაპროტესტების უფლება:
უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიზეზით, ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევძლოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თუ გაპროტესტების უფლება გექნებათ და ამ უფლებით საფუძვლიანად ისარგებლებთ, თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ დამუშავდება იმ მიზნებისთვის, რომლებსაც გააპროტესტებთ. აღნიშნული უფლებით სარგებლობა უფასოდ შეგიძლიათ.
პერსონალური მონაცემების თქვენი თანხმობის საფუძველზე დამუშავების შემთხვევაში უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, უფასოდ გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მიზეზის განმარტების გარეშე. თანხმობის გამოთხოვნა გავლენას არ მოახდენს თანხმობის საფუძველზე მანამდე დამუშავებული მონაცემების კანონიერებაზე.
თუ თქვენ გამოითხოვთ ან არ მოგვცემთ თანხმობას კონფიდენციალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ მომსახურების ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, თქვენ მიერ გადახდილი მოსაკრებლების გაუქმებას ან თანხის დაბრუნებას ვერ მოახერხებთ.
თუ გსურთ, ისარგებლოთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული უფლებებით, მოთხოვნის გადაგზავნა შეგიძლიათ აქ — ჯერ უნდა შეხვიდეთ Wizz ანგარიშში და გადახვიდეთ მონაცემთა დაცვის ჩანართზე.
თუ لديك Wizz ანგარიში არ გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენი
მოთხოვნის გაგზავნით ჩვენი ელ.ფოსტის მისამართზე მონაცემებზე წვდომის
მოთხოვნებისთვის ქვემოთ.
თუ ჩათვლით, რომ დაირღვა თქვენს კონფიდენციალურობასთან და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებები, უფლება გექნებათ, დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ უწყებას.
Wizz Air Hungary-ს შემთხვევაში, GDPR-ის ფარგლებში მთავარი ზედამხედველობითი სამმართველო არის უნგრეთის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ეროვნული სამმართველო (Nemzeti Adatvédelmi és Információszabadság Hatóság – NAIH; იურიდიული მისამართი: H-1024 Budapest, Falk Miksa str. 9-11.; ვებსაიტი: www.naih.hu; phone: +36-1-391-1400; ელფოსტის მისამართი: ugyfelszolgalat@naih.hu; ფაქსი: +36 1 391 1410).
ამას გარდა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ უწყებას ევროკავშირის შესაბამის წევრ ქვეყანაში, სადაც არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი, სამსახური ან სადაც, სავარაუდოდ, მოხდა დარღვევა.
გაერთიანებულ სამეფოში ასეთი ზედამხედველობითი უწყება არის ინფორმაციის კომისრის ოფისი (ICO) და მას შეუძლია მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენს უფლებებსა და ვალდებულებებზე თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, ასევე, განიხილოს ნებისმიერი საჩივარი, რომელიც, UK GDPR-ის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით გექნებათ. ICO-სთან დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე: 0303 123 1113; ან ფოსტით: Information Commissioner’s Office, Wycliffe House, Water Lane, Wilmslow, Cheshire, SK9 5AF.
ერთობლივი ოპერატორები
მარკეტინგული საქმიანობის კუთხით მონაცემთა ერთობლივ ოპერატორებად ითვლება Wizz Air Hungary Ltd., Wizz Air UK Ltd. და Wizz Air Abu Dhabi LLC „Wizz Air კომპანიები“). აღნიშნული, ასევე, ვრცელდება ერთგულების სქემასა და Wizz კრედიტებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე.
Wizz Air კომპანიებს გაფორმებული აქვთ ერთობლივი ოპერატორობის გარიგება, რომელშიც განაწილებულია მოვალეობები და პასუხისმგებლობები. Wizz Air Hungary Ltd (და Wizz Air Group DPO) პასუხისმგებელია კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, დაინტერესებებსა თუ საჩივრებზე. სურვილისამებრ, უშუალოდ Wizz Air Group DPO-სთან დაკავშირებაც შეგიძლიათ. აღნიშნული გარიგების პირობების მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტებს შეუძლიათ ისარგებლოთ თავიანთი უფლებებით თითოეულ ერთობლივ ოპერატორთან დაკავშირებით ან მის საწინააღმდეგოდ. Wizz Air Hungary Ltd, ასევე, პასუხისმგებელია, მოგაწოდოთ ინფორმაცია მონაცემთა აღნიშნულ დამუშავებასთან დაკავშირებით (როგორც ეს განმარტებულია კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინებაში) და აცნობს შესაბამის ზედამხედველობით უწყებას მონაცემებთან დაკავშირებული დარღვევის შესახებ. ერთობლივი ოპერატორების გარიგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ data.protection@wizzair.com-ზე.
მონაცემთა დაცვის ოფიცერი
კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან იმის გასარკვევად, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, დაგვიკავშირდით ჩვენი ვებფორმის მეშვეობით ან მისწერეთ გუნდის მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ მისამართზე: Wizz Air Hungary Ltd., Lecher Ödön fasor 6., H-1095, Budapest (ან data.protection@wizzair.com).
წარმომადგენელი ევროკავშირში/გაერთიანებულ სამეფოში
მონაცემთა დამუშავების კუთხით Wizz Air UK Limited და Wizz Air Abu Dhabi LLC ექვემდებარება GDPR-ს და შესაბამისად, მათ ევროკავშირში წარმომადგენლად განაწესეს Wizz Air Hungary Ltd. (იურიდიული მისამართი: Lecher Ödön fasor 6., H-1095, Budapest, Hungary).
მონაცემთა დამუშავების კუთხით Wizz Air Hungary Ltd. ექვემდებარება UK GDPR-ს და შესაბამისად, მან გაერთიანებულ სამეფოში წარმომადგენლად განაწესა Wizz Air UK Limited (იურიდიული მისამართი: Main Terminal Building, London Luton Airport, Luton, United Kingdom, LU2 9LY).
ჩვენი ვებსაიტი, შესაძლოა, შეიცავდეს მესამე მხარეების ვებსაიტების ბმულებს. ბმულებით დაკავშირებულ ვებსაიტებს ჩვენ არ ვაკონტროლებთ და კონფიდენციალურობის შესახებ მათი დებულებები არეგულირებს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ბმულებით დაკავშირებულ ვებსაიტებზე კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე. ჩვენი ვებსაიტი იყენებს ქუქი-ჩანაწერებსა და მსგავს ტექნოლოგიებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ქუქი-ჩანაწერების გამოყენების დებულებას.