(ბოლო განახლების თარიღი: 25 აგვისტო — v1.5)
კონფიდენციალურობის შესახებ სრული შეტყობინების („შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ“) მიზანია, აღწეროს, თუ როგორ ხდება Wizz Air-ის ვირტუალური ასისტენტის, Amelia-ს, მონაცემების დამუშავება.
ერთობლივი მაკონტროლებლები და მათი შეთანხმება
Wizz Air Hungary Ltd.(საკონტაქტო ინფორმაცია) და Facebook Ireland Limited(საკონტაქტო ინფორმაცია) არის Wizz Air-ის ვირტუალურ ასისტენტ Amelia-სთან თქვენი ინტერაქციის მონაცემების ერთობლივი მაკონტროლებლები.
Amelia ინტეგრირებულია Facebook Messenger-ის პლატფორმასთან Mindsay-ს პლატფორმის მეშვეობით. ჩვენ გაფორმებული გვაქვს ერთობლივი შეთანხმება მაკონტროლებლის თაობაზე Amelia-სთან თქვენი ურთიერთქმედების განმავლობაში მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. Facebook-სა და Wizz Air-ს შორის ერთობლივი კონტროლის შეთანხმების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ Facebook მაკონტროლებლის დანართი.
რა მიზნით მუშავდება მონაცემები?
თქვენს მონაცემებს გამოვიყენებთ შემდეგი მიზნებისათვის:
1) თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად:თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენს შეკითხვებზე, დაინტერესებებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემა.
2) Amelia-ს გასაუმჯობესებლად:Amelia-სთან თქვენი ურთიერთქმედებისას თქვენი თანხმობით Wizz Air-ს შეუძლია მონაცემების დამუშავება Amelia-ს მიერ ბუნებრივი ენის დამუშავების ლოგიკის უკეთ დასწავლისთვის.
პერსონალური მონაცემების მოწოდება ნებაყოფლობითია. თუმცა, თუ მონაცემებს არ მოგვაწვდით, შესაძლოა, ჩვენი სერვისით ვერ ისარგებლოთ.
Facebook გამოიყენებს თქვენს მონაცემებსFacebook-ის მონაცემთა დებულებაშიაღნიშნული მიზნებისთვის.
რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ?
ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის Wizz Air დაამუშავებს ქვემოთ მოცემული კატეგორიის მონაცემებს:
ა. Facebook Messenger-ის მონაცემები:ჩვენი Chatbot ინტეგრირებულია Facebook Messenger-ის პლატფორმასთან, ამიტომ Wizz Air-მა შესაძლოა დაამუშაოს საჯარო ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა უკვე მიწოდებული გაქვთ Facebook-ისთვის, მაგ., თქვენი სახელი, სქესი ან ინფორმაცია, რომელიც Wizz Air-მა შესაძლოა Facebook-ისგიან მიიღო, მათ შორის, Facebook მომხმარებლის ID, შეტყობინების ID, თქვენი ენა.
ჩვენი Chatbot-ის გამოსაყენებლად საჭირო არის თქვენი Facebook Messenger-ის მონაცემების გამოყენება
ბ.სასაუბროს მონაცემები:ჩვენს Chatbot-თან თქვენი ურთიერთქმედების დეტალების ჩათვლით, როგორიცაა თქვენი ავიარეისების სტატუსი, შეკითხვები, მოთხოვნები ან ჩვენი კომუნიკაცია თქვენთან.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები
თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად Wizz Air იყენებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:
- თქვენი თანხმობა ევროკავშირის 679/2016 რეგულაციის 6 (1) a) მუხლის (GDPR) შესაბამისად („თანხმობა“).
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია კანონიერი ინტერესის საფუძველზე, GDPR-ის 6 (1) f) მუხლის ფარგლებში („კანონიერი ინტერესი“) .
Wizz Air აქვს კანონიერი ინტერესი, დაამუშაოს მონაცემები თქვენს შეკითხვებსა და დაინტერესებებზე პასუხის გასაცემად, რადგან შეკითხვების მქონე მომხმარებლებთან კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მათ Wizz Air-ის ნდობა ჰქონდეთ. თუ მომხმარებლები შეკითხვით ან საჩივრით უშუალოდ Wizz Air-ს დაუკავშირდებიან, მათი მონაცემები დამუშავდება პასუხის გაცემის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები Wizz Air-მა შეიძლება დაამუშაოს ქვემოთ მოცემული მიზნებისთვის და სამართლებრივ საფუძვლებზე:
|
მონაცემთა დამუშავების მიზანი
| დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები
| სამართლებრივი საფუძველი
|
თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემა | - საიდენტიფიკაციო მონაცემები
- მიმოწერის შინაარსი
| კანონიერი ინტერესი |
Chatbot-ის გაუმჯობესება | | თანხმობა |
გთხოვთ, იხილოთ მეტი ინფორმაცია Facebook-ის მხრიდან მონაცემთა დამუშავების შესახებ Facebook-ის კონფიდენციალურობის დებულებაში.
რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
Wizz Air თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს მხოლოდ ვალდებულებებისა და შესაბამისი მიზნების შესასრულებლად საჭირო დროის განმავლობაში. როდესაც პერსონალური მონაცემები საჭირო აღარ იქნება, წაიშლება Wizz Air-ის ჩანაწერებიდან ან შეინახება სათანადო ანონიმურობის დაცვით. Wizz Air-მა Amelia-სთან თქვენი ურთიერთობისას შეგროვებული პერსონალური მონაცემები შესაძლოა შეინახოს მაქსიმუმ 1 წლით. თუ Wizz Air პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე შეაგროვებს, მათი დამუშავება და შენახვა თქვენ მიერ თანხმობის გამოთხოვნამდე შეეძლება.
Facebook-ს Amelia-სთან თქვენი ურთიერთქმედების განმავლობაში შეგროვებული მონაცემების შენახვა შეუძლია Facebook-ის კონფიდენციალურობის დებულების.
ვის შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს მონაცემებზე?
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების მქონე ჩვენს თანამშრომლებს „საჭიროებისამებრ“ და „ნაკლები პრივილეგიის“ საფუძველზე. შესაძლოა, ჩვენთვის მომსახურების გასაწევად მონაცემთა დამუშავებაში Wizz Air-მა ჩართოს სხვა პირები, მესამე მხარეები, ხოლო სასამართლოებმა, სამთავრობო უწყებებმა და სხვა ორგანოებმა, შესაძლოა, თქვენი მონაცემების მათთვის გაზიარება მოგვთხოვონ.
- სერვისის მომწოდებლები:შიდა პროცესების მხარდასაჭერად Wizz Air იყენებს გარეშე IT-სისტემებს ან მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფილ სერვისებს.
|
მონაცემთა დამმუშავებლები | მისამართი | აქტივობა |
Destygo (Mindsay) | 131, avenue Parmentier, 75011 Paris, France | Chatbot-ის განვითარება და მუშაობა. |
Amazon Web Services | 38 Avenue John F. Kennedy, L-1855 Luxemburg | Cloud სერვისები და მონაცემთა შენახვა |
DeepL | DeepL GmbH, Maarweg 16550825 Köln, Germany | თარგმნის სერვისები |
Google Ireland Ltd. | Google Building, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland | თარგმნის სერვისები |
salesforce.com EMEA Limited | Floor 26 Salesforce Tower, 110 Bishopsgate EC2N 4AY London, United Kingdom | CRM და LiveChat ფუნქცია |
- Wizz Air Group: თქვენი მონაცემები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაზიარდეს Wizz Air Group-თან. Wizz Air Group-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დააწკაპუნოთ ბმულზეhttps://wizzair.com/en-gb/information-and-services/about-us/company-information.
- სახელმწიფო და აღმასრულებელი ორგანოები:თქვენი პერსონალური მონაცემები Wizz Air-მა შეიძლება გადასცეს სახელმწიფო ან აღმასრულებელ ორგანოებს (როგორიცაა მარეგულირებელი ორგანოები), მათი მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან ჩვენი უფლებების თუ ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლებისა და საკუთრების დასაცავად.
- Facebook:Facebook-მა შეიძლება თქვენი პერსონალური მონაცემები გააზიაროს სხვა პირებთან, მესამე მხარეებთან, Facebook-ის კონფიდენციალურობის შეტყობინების შესაბამისად.
პერსონალური მონაცემები, შესაძლოა, ასევე, გადაეცეს მხარეებს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) საზღვრებს გარეთ. ამ შემთხვევაში, Wizz Air გარანტიას გაძლევთ, რომ პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება წესებს (როგორიცაა მონაცემთა გადაცემის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები), რომლებიც უთანაბრდება კონფიდენციალურობის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობით (მაგალითად, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტით, GDPR-ით) გათვალისწინებულ დაცვის დონეს.
მესამე ქვეყნებში პერსონალური მონაცემების გადაცემისთვის (როგორც ამას აღნიშნავს მუხლი 46(5) GDPR) სტანდარტულ სახელშეკრულებო დათქმებთან დაკავშირებით კომისიის (EU) 2021/914 დამნერგავი გადაწყვეტილების შესაბამისი მოდულების საფუძველზე მონაცემთა გადაცემის სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებისა თუ სხვა სათანადო ზომების მიღების მეშვეობით Wizz Air ადასტურებს, რომ ყველა სხვა მიმღები, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) გარეთაა, შეინარჩუნებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამის დონეს და სათანადო ტექნიკურ-ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფილი იქნება პერსონალურ მონაცემთა სათანადო დაცვა შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, ასევე, შემთხვევითი დაკარგვისგან, შეცვლისგან, მისი უკანონო გამჟღავნებისგან ან მასზე უკანონო წვდომისგან, ასევე, ყველა სხვა ტიპის უკანონო დამუშავებისგან.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ ქვემოთ მოცემული უფლებები:
(i) წვდომის უფლება:უფლება გაქვთ, იკითხოთ, აქვს თუ არა Wizz Air-ს თქვენი პერსონალური მონაცემები და თუ აქვს, მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალური მონაცემები აქვს.
Wizz Air-მა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია თქვენგან იდენტიფიკაციისათვის, ან თქვენ მიერ მოთხოვნილი ასლებისათვის Wizz Air-მა შეიძლება დაგაკისროთ გონივრული ოდენობის გადასახადი ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაყრდნობით.
(ii) შესწორების უფლება:მოთხოვნისამებრ, Wizz Air ვალდებულია, გაასწოროს არაზუსტი პერსონალური მონაცემები ან შეავსოს არასრული პერსონალური მონაცემები.
(iii) წაშლის უფლება (მეხსიერებიდან წაშლის უფლება):გარკვეულ გარემოებებში Wizz Air ვალდებული იქნება, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე წაშალოს პერსონალური მონაცემები.
(iv) მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება:Wizz Air გარკვეულ გარემოებებში ვალდებულია, შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე, შეზღუდოს პერსონალური მონაცემების გამოყენება. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მონაცემების გამოყენების უფლება Wizz Air-ს ექნება მხოლოდ კანონში გაწერილი კონკრეტული შეზღუდული მიზნებისთვის.
(v) მონაცემთა პორტაბელობის უფლება:გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებზეც Wizz Air-ს აქვს წვდომა, გარკვეული სტრუქტურით, საზოგადო ფორმითა და მანქანით წაკითხვადი ფორმატით. ამას გარდა, შეიძლება უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ ამ მონაცემების გადაცემა სხვა პირისთვის ჩვენგან ხელის შეშლის გარეშე.
(vi) გაპროტესტების უფლება:
უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიზეზით, ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა, Wizz Air-მა ვერ შეძლოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თუ გაპროტესტების უფლება გექნებათ და ამ უფლებით საფუძვლიანად ისარგებლებთ, თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ დამუშავდება იმ მიზნებისთვის, რომლებსაც გააპროტესტებთ. აღნიშნული უფლებით სარგებლობა უფასოდ შეგიძლიათ.
თუ ჩათვლით, რომ Wizz Air-მა დაარღვია თქვენს კონფიდენციალურობასთან და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებები, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ უწყებას ევროკავშირის შესაბამის წევრ ქვეყანაში, სადაც არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი, სამსახური ან სადაც, სავარაუდოდ, მოხდა დარღვევა, ასევე, უნგრეთის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ეროვნული სამმართველოს სააგენტოს (Nemzeti Adatvédelmi és Információszabadság Hatóság — NAIH; seat: H-1055 Budapest, Falk Miksa str. 9-11.; ვებსაიტი: www.naih.hu; ტელეფონის ნომერი: +36-1-391-1400; ელფოსტის მისამართი: ugyfelszolgalat@naih.hu; ფაქსი: +36 1 391 1410
თქვენ შეგიძლიათ საკუთარი უფლებების გამოყენება უშუალოდ Facebook-ის წინააღმდეგ Facebook-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
დაუკავშირდით მონაცემთა დაცვის ოფიცრებს
კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან იმის გასარკვევად, თუ როგორ იყენებს Wizz Air თქვენს პერსონალურ მონაცემებს, დაგვიკავშირდით ელფოსტის მეშვეობით ან მისწერეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ მისამართზე: Wizz Air Hungary Ltd., Laurus Offices, Kőér street 2/A, Building B, II-V., H-1103 Budapest (ან data.protection@wizzair.com).
თუ გაქვთ შეკითხვები Facebook-ის მიერ თქვენი მონაცემების განკარგვასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაუგზავნოთ შეკითხვა Facebook-ს ონლაინ, დაუკავშირდეთ Facebook-ის მონაცემთა დაცვის ოფიცერს ან მისწეროთ ელწერილი შემდეგ მისამართზე: Facebook Ireland Ltd. 4 Grand Canal Square Grand Canal Harbour Dublin 2 Ireland.