(ბოლო განახლების თარიღი: 2021 წლის 27 აგვისტო — v1.5)
Amelia-ს მოკლე შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ
თქვენი პერსონალური მონაცემების ერთობლივი მაკონტროლებლები
Wizz Air Hungary Ltd.(საკონტაქტო ინფორმაცია) და Facebook Ireland Limited-(საკონტაქტო ინფორმაცია) არის Wizz Air-ის ვირტუალურ ასისტენტ Amelia-სთან თქვენი ინტერაქციის მონაცემების ერთობლივი მაკონტროლებლები.
Wizz Air დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ქვემოთ მოცემული მიზნებითა და სამართლებრივი საფუძვლებით:
1. თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად:თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენს შეკითხვებზე, დაინტერესებებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემა; ამ მიზნისთვის Wizz Air ეყრდნობა კანონიერ უფლებებს
2. ჩვენი Chatbot-ის გაუმჯობესება: Wizz Air-ს მონაცემების დამუშავება შეუძლია თქვენი თანხმობით ჩვენს Chatbot-თან თქვენი ურთიერთქმედების განმავლობაში, Chatbot-ს მიერ ბუნებრივი ენის დამუშავების ლოგიკის უკეთ დასწავლისთვის. თანხმობის გამოთხოვნა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ და ეს გავლენას არ მოახდენს თანხმობის საფუძველზე მანამდე დამუშავებული მონაცემების კანონიერებაზე.
Facebook დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ქვემოთ მოცემული მიზნებითა და სამართლებრივი საფუძვლებით:
Facebook-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Facebook-ის მონაცემთა დებულებაში.
ვის შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე?
Wizz Air-ის თანამშრომლებს თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნებათ „საჭიროებისამებრ“ და „ნაკლები პრივილეგიის“ საფუძველზე. Wizz Air-მა შესაძლოა მომსახურების გასაწევად მონაცემთა დამუშავებაში ჩართოს სხვა პირები, მესამე მხარეები, ხოლო სასამართლოებმა, სამთავრობო უწყებებმა და სხვა ორგანოებმა, შესაძლოა, თქვენი მონაცემების მათთვის გაზიარება მოითხოვონ. Wizz Air უზრუნველყოფს ადეკვატურობას, თუ ის თქვენს მონაცემებს გადასცემს ევროპის ეკონომიკური ზონის/ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ თქვენს მონაცემებზე წვდომის, მათი გასწორებისა და წაშლის უფლება, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა უფლებებთან ერთად, უფლება გაქვთ გააპროტესტოთ თქვენი მონაცემების გამოყენება, გაქვთ მონაცემთა პორტაბელობის უფლებაც, როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების სრულ ვერსიაში. თქვენი უფლებებით სარგებლობა შეგიძლიათ Facebook-ის წინააღმდეგ მის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან.
უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიზეზით, ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა, Wizz Air-მა ვერ შეძლოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და მომსახურების გაწევა.
კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების სრული ვერსია
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენსსრულ შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ Chatbot-თან დაკავშირებით.