წინამდებარე შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ შეეხება ყველა იმ პერსონალურ მონაცემს, რომლებსაც მოგვაწვდით და ასევე ყველა იმ პირად მონაცემს, რომლებსაც შევაგროვებთ თქვენ შესახებ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებთ wizzair.com-ს ან Wizz Air-ის მობილურ აპლიკაციას (ქუქი-ჩანაწერების გამოყენებით) ან თქვენი მოგზაურობის სტილის შესახებ, თუ ჩვენგან დაჯავშნით ბილეთებს. შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ გაგარკვევთ, როგორ და რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორ ვაგროვებთ მათ და ვისთან ვაზიარებთ.
1. ვინ ვართ ჩვენ??
Wizz Air Abu Dhabi LLC.
(“„უიზ ეარ"” ან “„ჩვენ"” ან “us”) (რეგისტრირებული სათავო ოფისი: 10th Floor, Andaz Capital Gate, Al
Khaleej, Al Arabi Street, P.O. Box 164, Abu Dhabi, United Arab Emirates;
კომპანიის რეგისტრაციის ნომერი: 01-10-140174) მოქმედებს, როგორ მონაცემთა ოპერატორი. ეს ნიშნავს, რომ Wizz Air წყვეტს, როგორ და რა მიზნებით დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები.
გაცნობებთ, რომ Wizz Air Hungary Ltd. (იურიდიული მისამართი: Laurus Offices, Kőér
street 2/A, Building B, II-V., H-1103, Budapest, Hungary; კომპანიის
რეგისტრაციის ნომერი: 01-10-140174) თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით მოქმედებს, როგორც მონაცემთა ოპერატორი Wizz Air Abu Dhabi-სთან ერთად. როგორც მონაცემთა სუბიექტს, Wizz Air Abu Dhabi-სა და,
Wizz Air Hungary Ltd-ს საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკუთარი უფლებებით მონაცემთა დაცვის კუთხით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ.
ამისთვის მოთხოვნა უნდა გადაუგზავნოთ Wizz Air Hungary Ltd.-ს. Wizz Air Hungary Ltd. გამოეხმაურება მოთხოვნას და თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავებასთან დაკავშირებით განაახლებს კონფიდენციალურობის შეტყობინებას
wizzair.com-ზე, რადგან Wizz Air Hungary Ltd. არის აღნიშნული ვებსაიტის
მფლობელი, როგორც ეს აღწერილია Wizz ანგარიშის წესებსა და პირობებში.
2. მონაცემთა
დაცვის ოფიცერი
Wizz Air Abu Dhabi LLC-მ Wizz Air Group-ის დონეზე განაწესა მონაცემთა დაცვის ოფიცერი („DPO“), რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ კანონებთან შესაბამისობას და ზედამხედველობს ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას, ასევე, ზრუნავს, რომ პასუხი გაეცეს თქვენს შეკითხვებს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ, ისარგებლოთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული უფლებებით, მოთხოვნის გადაგზავნა შეგიძლიათ აქ — ჯერ უნდა შეხვიდეთ Wizz ანგარიშში და გადახვიდეთ მონაცემთა დაცვის ჩანართზე.
3. თქვენი პერსონალური მონაცემები – რა არის ეს?
პერსონალური
მონაცემები შეეხება ცოცხალ
ადამიანს, რომლის სრული იდენტიფიცირებაც შეიძლება ამ მონაცემებიდან, კონკრეტულად ეს მონაცემები მოიცავს
თქვენს სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელფოსტის მისამართს, საკრედიტო ან საბანკო ბარათის ნომერსა და
ინფორმაციას სპეციალური ზრუნვის შესახებ. იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციით ან სხვა ინფორმაციასთან ერთობლიობაში, რომელიც მონაცემთა ოპერატორის ხელშია ან სავარაუდოდ მის ხელში მოხვდება.
4. როგორ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს?
თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ ვებსაიტზე, მობილურ აპში, ელფოსტის მეშვეობით ან ქოლ-ცენტრში, ასევე, ფოსტით, როცა საფოსტო წერილს გვიგზავნით, ზოგიერთ შემთხვევაში კი — აეროპორტში, როცა მოგვეთხოვება/გვევალება მემორანდუმების ან რამდენიმეწუთიანი შეხვედრების გამართვა თქვენს მოგზაურობასთან დაკავშირებით.
5. რატომ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს? (მონაცემთა დამუშავების მიზნები)
ჩვენ ვაგროვებთ და
ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
ა) თქვენი ჯავშნის დასამუშავებლად და საგადახდო ბარათის დასადასტურებლად, რისთვისაც გროვდება შემდეგი მონაცემები: წოდება, მგზავრების სახელები, მისამართები, პასპორტის ან ოფიციალური პირადი ბარათის ნომრები ვადის გასვლის თარიღთან ერთად, ტელეფონის ნომრები, ელფოსტისა და IP მისამართები, საკრედიტო/სადებეტო ბარათისა თუ სხვა საგადახდო/საბანკო მონაცემები.
ბ) თქვენ მიერ შეძენილი მომსახურების გასაწევად, რისთვისაც გროვდება შემდეგი მონაცემები: მგზავრის სახელი, ეროვნება, სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, პასპორტის ან ოფიციალური პირადი ბარათის ნომრები ვადის გასვლის თარიღთან ერთად, ინფორმაცია განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების და/ან დიეტური შეზღუდვების მქონე მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საკრედიტო/საბანკო ბარათისა თუ საბანკო ანგარიშის მონაცემები, ინფორმაცია სპეციალური ზრუნვის შესახებ (კონფიდენციალური პერსონალური ინფორმაცია), ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები, დადასტურების ნომერი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია სამოგზაურო დოკუმენტების შესახებ, თქვენ მიერ შეძენილი მომსახურებები და WIZZ ანგარიშის ნომერი.
გ) იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მესამე მხარეების მიერ მომსახურებების ან პროდუქციის შეძენას ჩვენს ვებსაიტზე. ამ მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: მგზავრის სახელი, ეროვნება, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საკრედიტო/საბანკო ბარათის მონაცემები, ინფორმაცია სპეციალური ზრუნვის შესახებ, ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები, დადასტურების ნომერი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია სამოგზაურო დოკუმენტების შესახებ, მდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც განისაზღვრება რეალურ დროში GPS-ის, Bluetooth-ისა და IP მისამართის მეშვეობით
დ) თქვენთან დასაკავშირებლად (მაგალითად, მოგზაურობის შეფერხების შემთხვევაში) ელფოსტის, ტელეფონის, SMS-ის, MMS-ის, push-შეტყობინების, აპის შეტყობინებების, ჩატის მომსახურების, სოციალური ქსელების, ზარებისა და საფოსტო წერილების მეშვეობით. ამ მიზნით გროვდება შემდეგი მონაცემები: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი), ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები და Wizz ანგარიშის ნომერი.
ე) იმისათვის, რომ შეგახსენოთ დაუსრულებელი დაჯავშნის შესახებ. ამ
მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: გამგზავრებისა და დანიშნულების არჩეული პუნქტები, ერთი თუ ორი გზა, გამგზავრების და
ჩაფრენის დროები, მგზავრთა რაოდენობა, არჩეული ტარიფის ტიპი, ტარიფის სრული
ოდენობა, არის თუ არა მომხმარებელი საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერი, ჯავშნის ტიპი (ჩვეულებრივი, Wizz
ფასდაკლების კლუბი, ჯგუფური), არჩეული სერვისები, Wizz Air-ის
ვებგვერდის/აპლიკაციის ენა.
ვ) რათა გამოგიგზავნოთ ახალი ამბების ბიულეტენები. ამ მიზნით, ჩვენ
ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი), wizzair.com-ზე თქვენ მიერ შესრულებული ძიების ისტორია, სამოგზაურო ტენდენციები და თქვენთვის სასურველი ვარიანტები.
ზ) თქვენთვის სასურველი შემოთავაზებებისა და პროდუქტებთან დაკავშირებით დამატებითი ინდივიდუალური რეკომენდაციების მოსაწოდებლად. ამ მიზნით, ჩვენ
ვაგროვებთ შემდგ მონაცემებს: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი), ჩვენთან გაზიარებული სასურველი სამოგზაურო ვარიანტები, wizzair.com-ზე თქვენ მიერ შესრულებული ძიების ისტორია, ქრონოლოგიური ინფორმაცია ჯავშნების შესახებ, სამოგზაურო ტენდენციები, მდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობის გეოლოკაცია, რომელიც განისაზღვრება რეალურ დროში GPS-ის, Bluetooth-ისა და IP მისამართის მეშვეობით, საერთო Wi-Fi ჰოტსპოტებისა და სატელეფონო ანძების მდებარეობებთან ერთად. ამისთვის თქვენ უნდა იყენებდეთ მდებარეობაზე მორგებულ ფუნქციებს და გააქტიურებული გქონდეთ გეოლოკაციის მომსახურების პარამეტრები კომპიუტერსა თუ სხვა მოწყობილობაზე). ამ უკანასკნელი მიზნისთვის ჩვენ ვიყენებთ ჯავშნების/ტრანსაქციების ქრონოლოგიურ მონაცემებს, რეალურ დროში განხორციელებული შესყიდვების დიაგრამის მონაცემებს, მდებარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და Wizz Air-ის მიერ გამოყენებულ მარშრუტის კლასიფიკაციას.
თ) თქვენთან დასაკავშირებლად, რომ ჩავატაროთ მომხმარებელთა გამოკითხვა ანალიტიკური მიზნებისთვის, ხარისხის ასამაღლებლად, მომსახურების დასახვეწად, ვებსაიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჩვენი სარეკლამო კამპანიების წარმატების შესაფასებლად ან სერვისების თქვენს საჭიროებებზე მოსარგებად. ამ მიზნით ჩვენ
ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი) და თქვენ მიერ გაფორმებული ჯავშნების ქრონოლოგიური მონაცემები.
ი) ადმინისტრაციული და სამართლებრივი მიზნებისთვის, მაგალითად, თაღლითობის გამოსავლენად, დაცულობისთვის, დაცვის, ოპერაციული თუ სხვა ტიპის ანგარიშების მოსამზადებლად და უსაფრთხოებისთვის. ამ მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს:
მგზავრის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, გეოლოკაციის მონაცემები, ჯავშნებისა და ტრანსაქციების ისტორია, საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემები, მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
კ) შესაბამისი კანონების სავალდებულო დებულებების შესასრულებლად, მაგალითად, საბუღალტრო, ანგარიშების გამოწერის, აუდიტის, მომხმარებელთა დაცვის, საიმიგრაციო თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის. ამ მიზნით გროვდება შემდეგი მონაცემები: იმიგრაციასა და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, ინვოისებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, სპეციალური დახმარების საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებული მონაცემები; პერსონალური მონაცემები ავიარეისის შეფერხების/დაგვიანების შემთხვევაში.
გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ, პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მოგვაწვდით თქვენი WIZZ ანგარიშის შექმნის პერიოდში, გამოყენებულ იქნება თქვენი, როგორც ჩვენი მგზავრის, ავიარეისის დასაჯავშნად.
სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის პროცესში თქვენ უნდა მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც ზუსტად ემთხვევა იმ სამოგზაურო დოკუმენტში არსებულს, რომელსაც იყენებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის.
თუ თქვენი პერსონალური მონაცემები არაზუსტი ან არასრულია, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი შესწორება ან შევსება.
5.1. კონფიდენციალური პერსონალური
მონაცემების დამუშავება
გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ ასევე გვჭირდება, დავამუშავოთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (კონფიდენციალური პერსონალური მონაცემები), როგორიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, მაგალითად, როდესაც ჩვენგან და/ან აეროპორტის ოპერატორისგან ითხოვთ სპეციალურ დახმარებას (როგორიცაა, ჟანგბადის მიწოდება), ან როდესაც უსაფრთხოების მიზნით გვაწვდით ინფორმაციას ფრენის ამტანობასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაციას ორსულობის ან ალერგიის შესახებ).
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის, ჩვენ
გვჭირდება თქვენი კონკრეტული თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ
თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურებ(ებ)ის გაწევას. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი კონფიდენციალური პერსონალური მონაცემები, საჭიროებისამებრ, სამართლებრივი სარჩელების შესადგენად, დასამუშავებლად ან მათგან თავის დასაცავად, ასევე, სავალდებულო სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად. თქვენი კონფიდენციალური პერსონალური მონაცემების მესამე მხარეებისთვის გადაცემა, ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთაც კი, შესაძლოა, ასევე, საჭირო გახდეს ჩვენგან მოთხოვნილი მომსახურებების განხორციელების დროს სავალდებულო სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე.
5.2. პროფილის შედგენა
პროფილის შედგენის მიზანია, მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებზე, სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული შემოთავაზებები. სხვა რაღაცეებთან ერთად, შემოთავაზებები შეიძლება შეიცავდეს ფასდაკლებებს თვითმფრინავის ბილეთებზე ან სხვა მომსახურებებზე, ასევე ვაუჩერებს გამოკითხვებში მონაწილეობის სანაცვლოდ. შემოთავაზებები შეიძლება ნიშნავდეს შ.პ.ს. „Wizz Air Abu Dhabi“, „Wizz Air Hungary“, Wizz Air UK Limited-ის ან ჩვენი კონტრაქტორი პარტნიორების (მაგ. ბანკები, რომლებიც გასცემენ WIZZ-ის ბრენდირებულ საკრედიტო/სადებეტო ბარათებს, სპეციალური შეღავათებით) ან სხვა მესამე მხარეების შემოთავაზებებს. თქვენი თანხმობის შესაბამისად, შემოთავაზებებს გამოგიგზავნით ელფოსტის, ტელეფონის, SMS-ის ან push-შეტყობინებების მეშვეობით.
პროფილის შედგენა არის თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავება, რომელიც მოიცავს პერსონალური მონაცემების გამოყენებას თქვენთან დაკავშირებული გარკვეული პირადი ასპექტების შესაფასებლად, კერძოდ, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, თქვენთვის სასურველი ვარიანტების, ინტერესების, საიმედოობისა და ადგილმდებარეობის/გადაადგილების შესაფასებლად ან წინასწარ განსასაზღვრად.
6. მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი
წინამდებარე კონფიდენციალობის შეტყობინებაში აღნიშნული მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი ემყარება თქვენს თანხმობას და გარკვეულ შემთხვევებში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია Wizz Air Abu Dhabi-ს ან Wizz Air Hungary-ს მოქმედ იურიდიულ ვალდებულებებთან შესაბამისობისთვის.
პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უარი ან არმიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე-5 თავში ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემები გვჭირდება გადაზიდვის ზოგადი პირობების შესასრულებლად და თქვენთვის ჩვენი მომსახურებების გასაწევად. თუ მოთხოვნილ პერსონალურ მონაცემებს არ მოგვაწვდით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ მომსახურების ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ.
თუ თქვენ გამოითხოვთ ან არ მოგვცემთ თანხმობას კონფიდენციალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ მომსახურების ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ვერ გააუქმებთ შეკვეთას და ვერ მოითხოვთ გადახდილი თანხის ანაზღაურებას.
7. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ
მონაცემებს?
თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებაში დასახელებული მიზნის შესრულებისათვის საჭირო ხანგრძლივობით ან იმ დროის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამის კანონებში.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს გონივრულად საჭირო დროზე მეტ ხანს არ ვინახავთ: ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტის შესრულებიდან
6 წლის განმავლობაში (ანუ, თქვენი Wizz-ის ანგარიში წაშლა), რათა
დავიცვათ მონაცემთა შენახვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ინტერნეტის ძიების მონაცემებს თქვენ შესახებ ვინახავთ ოთხი დღით.
საბუღალტრო დოკუმენტების შემთხვევაში, მათი შენახვის პერიოდი მოიცავს ფისკალური წლის დასრულებიდან 8 წელს, როდესაც თქვენ შეიძინეთ მომსახურება ჩვენგან.
სასამართლო ან დისციპლინური პროცედურის აღძვრის შემთხვევაში, მონაცემები შეინახება ამ
პროცედურების დასრულებამდე, უფლებების დაცვის შესაძლო პერიოდის ჩათვლით, რომელთან
დაკავშირებული მონაცემებიც, სამოქალაქო სარჩელების შემთხვევაში, წაიშლება სამოქალაქო
კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის პერიოდის გავლის შემდეგ.
თანხმობის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები დამუშავდება თანხმობის გამოთხოვნამდე.
8. პერსონალური მონაცემების შემდგომი
დამუშავება
თუ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება
ისეთი ახალი მიზნისთვის დაგვჭირდება, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ შეტყობინება, ახალი მონაცემების დამუშავებამდე, ჩვენ მოგაწვდით ახალ შეტყობინებას, სადაც განმარტებული იქნება მონაცემების ახლებურად დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა პირობა. თუ საჭიროა, მონაცემებზე მუშაობის ახალი მოქმედებების დაწყებამდე მოვითხოვთ თქვენგან თანხმობის მიცემას.
9. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის
უფლებები
მონაცემთა დაცვის მოქმედი
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გექნებათ:
1. მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან,
2. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება,
3. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა,
4. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა,
5. მოითხოვოთ მონაცემების პორტაბელობა,
6. გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა.
9.1 წვდომის უფლება
შეიძლება გქონდეთ უფლება, ჩვენგან მოითხოვოთ იმის დადასტურება, დამუშავდა თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, ხოლო თუ დამუშავდა, მოითხოვოთ პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომა.
თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება, მიიღოთ იმ პერსონალური მონაცემების ასლი, რომლებიც
დამუშავების პროცესშია. ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია იდენტიფიკაციისათვის, ან თქვენ მიერ მოთხოვნილი დამატებითი ასლებისათვის დაგაკისროთ გონივრული გადასახადი ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაყრდნობით.
9.2. დაზუსტების
უფლება
შეიძლება გქონდეთ უფლება, ჩვენგან მოითხოვოთ
თქვენთან დაკავშირებული არაზუსტი პერსონალური მონაცემების დაზუსტება. დამუშავების მიზნიდან გამომდინარე შეიძლება გქონდეთ არასრულყოფილი პერსონალური მონაცემების შევსების უფლება, მათ შორის, დამატებითი განაცხადის გაკეთებით.
როგორც წესი, ჩვენ უფასოდ გაძლევთ მონაცემთა შესწორების უფლებას, მაგრამ არსებულ ჯავშანში გამგზავრებამდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე მგზავრის სახელის ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა, დაგაკისროთ სახელის ცვლილების საფასური, გადაზიდვის ზოგად პირობებში გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში.
სახელის ცვლილების/შესწორების წესებთან დაკავშირებით
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია აქ.
9.3. წაშლის უფლება (უფლება დაგივიწყონ)
გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და ჩვენ ვალდებული ვიქნებით ასეც მოვიქცეთ. ასეთ შემთხვევებში მომსახურებების მოწოდებას ვეღარ გავაგრძელებთ.
9.4. დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება
გარკვეულ გარემოებებში, თქვენ შეიძლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები მოინიშნება და ჩვენ მიერ დამუშავდება მხოლოდ გარკვეული მიზნებით.
9.5. პროტესტის გამოთქმასთან და გადაწყვეტილებების ავტომატიზებულ მიღებასთან დაკავშირებული უფლებები
გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, თქვენი კონკრეტული სიტუაციის საფუძველზე, პროტესტი გამოთქვათ
ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის, პროფილის შექმნის მიმართ, ხოლო ჩვენ ვალდებული ვიქნებით, შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.
ამას გარდა, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონიერი დაინტერესების საფუძველზე, უფლება გექნებათ, ნებისმიერ დროს თქვათ უარი ამგვარი მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
ამას გარდა, გარკვეულ გარემოებებში, ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უფლება გექნებათ, ადამიანის ჩარევა მოითხოვოთ.
გვსურს, გაცნობოთ, რომ Wizz Air არ იყენებს გადაწყვეტილებების ავტომატიზებული მიღების მექანიზმს GDPR-ის ფარგლებში.
9.6. მონაცემთა პორტაბელობის უფლება
გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც მანამდე მოგვაწოდეთ, გარკვეული სტრუქტურით, საზოგადო ფორმითა და მანქანით წაკითხვადი ფორმატით (ანუ, ციფრული ფორმატით). ამას გარდა, შეიძლება უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ ამ მონაცემების გადაცემა სხვა პირისთვის ჩვენგან ხელის შეშლის გარეშე, თუ ამგვარი გადაცემა ტექნიკურად მიზანშეწონილია.
9.7. თანხმობის
გამოთხოვნის უფლება
თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება
ეყრდნობა თქვენს თანხმობას, შეგიძლიათ ეს თანხმობა ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ
მიზეზის დასახელების გარეშე და უფასოდ, თითოეულ საინფორმაციო ბიულეტენში მოცემულ
ბმულზე დაწკაპუნებით, ან Wizz Air-ის
ანგარიშზე ან მობილურ მოწყობილობაზე უპირატესობების შეცვლით.. თანხმობის გამოთხოვნა გავლენას არ მოახდენს მანამდე გატარებული მონაცემების ლეგიტიმურობაზე.
თუ თქვენ გამოითხოვთ თანხმობას
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება ვეღარ შევძლოთ ყველა იმ მომსახურების ან მისი ნაწილის
უზრუნველყოფა, რომელიც თქვენ მოითხოვეთ (მაგ. სპეციალური დახმარების
მომსახურების შემთხვევაში, თუ მოვთხოვეთ კონფიდენციალური მონაცემების დამუშავება).
9.8. როგორ დაგვიკავშირდეთ და ისარგებლოთ მონაცემთა დაცვის კუთხით თქვენი უფლებებით?
მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, საჩივრის შეტანის უფლებით რომ ისარგებლოთ, დაგვიკავშირდით აქ Wizz ანგარიშში შესვლის შემდეგ.
თუ Wizz ანგარიში არ გაქვთ, მოთხოვნა გადმოგვიგზავნეთ აქ.
9.9. ზედამხედველობით ორგანოებში საჩივრის შეტანის უფლება
თუ მიგაჩნიათ, რომ დაირღვა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და წარუდგინოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოს.
10. როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
Wizz Air ასრულებს მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონებს შემდეგი სახით:
- მონაცემები განახლებული აქვს;
- მათ ინახავს და ანადგურებს უსაფრთხოების დაცვით;
- ჭარბი რაოდენობის მონაცემებს არ აგროვებს და არ ინახავს;
- პერსონალურ მონაცემებს იცავს დაკარგვის, ბოროტად გამოყენების, უნებართვოდ დაშვებისა და გამჟღავნებისაგან, რისთვისაც დანერგილი აქვს შესაფერისი ტექნიკური ზომები.
ჩვენ ვატარებთ
ყველა შესაბამის ტექნიკურ და საორგანიზაციო ზომას, რათა უზრუნველვყოთ
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი
დაკარგვისგან, შეცვლისგან, მისი უკანონო გამხელისგან ან მასზე უკანონო წვდომისგან განსაკუთრებით,
როცა დამუშავება მონაცემთა ქსელის მეშვეობით გადაცემას გულისხმობს
და ყველა დანარჩენი ტიპის უკანონო დამუშავებისგან.
ამასთან დაკავშირებით Wizz Air-ს, სხვა დეტალებთან ერთად, დაწესებული აქვს მონაცემებზე წვდომის იერარქია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეს მხოლოდ შესაბამისად უფლებამოსილ ადამიანს, რომელსაც ამ მონაცემების ცოდნა სჭირდება თავისი მოვალეობის ანუ სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პერსონალური და ფინანსური მონაცემების გადაცემას.
ამ მონაცემების გადაცემა თქვენი კომპიუტერიდან Wizz Air-ის დაჯავშნის სერვერზე ხდება დაშიფრული არხებით, რომლებსაც მართავს უახლესი უსაფრთხო ბუდეების (SSL) ტექნოლოგია.
11. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება
მუშაობის პროცესში Wizz Air-მა შეიძლება გამოიყენოს მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა პროცესორი და გარე მომსახურების პროვაიდერი, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებენ კონკრეტული მიზნებისათვის Wizz Air-ის სახელითა და ინსტრუქციებით. ამას გარდა, მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air ვალდებულია, გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები სახელმწიფო ორგანოებს, უწყებებსა და სხვა სამართალდამცავ
ორგანოებს.
მონაცემების დამმუშავებლებს უფლება აქვთ, პერსონალური მონაცემები დაამუშაონ შესაბამისი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ან სანამ საჭირო იქნება მათი შენახვა მონაცემთა შენახვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გავუმჟღავნოთ შემდეგი კატეგორიის მესამე მხარეებს (მიმღებებს) ქვემოთ მოყვანილი მიზნებისათვის:
- სამოგზაურო აგენტები ან მესამე მხარეები, რომელთა დახმარებითაც ჯავშნით მოგზაურობას ან სხვა მომსახურებებს;
- მომსახურების გარეშე მომწოდებლები, რომელთა სერვისებსაც, მათ შორის, გადაცემის მომსახურებას (თუმცა ამით არ შემოიფარგლება), ჩვენი ვებსაიტის, აპლიკაციის ან ქოლ-ცენტრის მეშვეობით შეიძენთ.
- ჩვენი პარტნიორები ერთგულების იმ სქემების შემუშავებაში, რომლებშიც თქვენ გაწევრიანდით;
- მიწისზედა მომსახურების კომპანიები და აეროპორტები თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევის მიზნით;
- საკრედიტო ბარათების კომპანიები, საგადახდო მომსახურების მომწოდებლები ჩვენი ვებსაიტის, აპლიკაციისა თუ ქოლ-ცენტრის მეშვეობით მოთხოვნილი ტრანსაქციების დასამუშავებლად;
- მესამე მხარეები, რომლებიც ჩვენი სახელით ატარებენ მომხმარებელთა გამოკითხვებს;
- მომსახურების სხვა გარეშე მომწოდებლები, რომლებსაც ჩვენ ვრთავთ მონაცემთა დამუშავებაში;
- მესამე მხარეები, როგორიცაა იურიდიული კომპანიები, სასამართლოები, სხვა ორგანოები თუ მომსახურების მომწოდებლები თქვენთან გაფორმებული კონტრაქტის შესასრულებლად ან გამოსაყენებლად;
- სახელმწიფო თუ სამართალდამცავი ორგანოები, როგორიცაა პოლიცია ან მარეგულირებელი ორგანოები, თუ ამის შესახებ მოთხოვნა შემოვა და ამას კანონი მოითხოვს; ან იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და აქტივების უსაფრთხოება.
11.1. Wizz
Air-ის ჯგუფი
თქვენი პერსონალური
მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს Wizz Air-ის ჯგუფის შიგნით, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთვის იმ მომსახურებების
გასაწევად, რომლებიც ჩვენგან შეიძინეთ ან ხელი შეუწყვეთ მესამე მხარეების&rsquo მიერ
სერვისების ან პროდუქტების შეძენას ჩვენი ვებგვერდის, ჩვენი მობილური აპლიკაციის
ან ქოლ-ცენტრის მეშვეობით. Wizz Air-ის ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
11.2. მომსახურების გარეშე მომწოდებლები
როდესაც თქვენ მომსახურების გარეშე მომწოდებლისგან შეიძენთ სერვისს ჩვენი ვებსაიტის, აპლიკაციისა თუ ქოლ-ცენტრის მეშვეობით (მაგ., შეუკვეთავთ სატრანსპორტო ან მასთან დაკავშირებულ სერვისს), შეკვეთილი მომსახურების გასაწევად თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ გადავცემთ მომსახურების შესაბამის მომწოდებელს.
ამგვარ მესამე მხარეებს შეიძლება მონაცემთა გატარების საკუთარი კონფიდენციალურობის წესები ჰქონდეთ. მესამე მხარეების მიერ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, პირდაპირ გაეცნოთ იმ კონფიდენციალობის დებულებებს გაეცნოთ, რომლებიც ვებგვერდზეა მოცემული. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვიღებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ მესამე მხარეებისგან, მაგალითად, როდესაც მონაწილეობთ ლოიალობის პროგრამაში.
11.3. მონაცემთა პროცესორები
ჩვენგან შეძენილი მომსახურებების გაწევისას დახმარების უზრუნველსაყოფად Wizz Air იყენებს გარკვეულ მესამე მხარეებს. ამგვარი მესამე მხარეები ეწევიან შემდეგ მომსახურებებს:
- სახმელეთო მომსახურებები აეროპორტებში;
- ანგარიშსწორების დამუშავების მომსახურებები;
- ლოიალურობის პროგრამების მუშაობა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიით მხარდაჭერის მომსახურებები;
- აეროპორტებში გარკვეული სახის მომსახურებების გაწევა, როგორიცაა ბილეთების გაყიდვა, ბარგი, პრიორიტეტული ჩასხდომა, ფრენების შეცვლა;
11.4. ქოლ-ცენტრი
ქოლ-ცენტრის მომსახურების დროს, ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის მომწოდებლებს. აღნიშნული მომწოდებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის
მიღება შეგიძლიათ აქ. ჩვენი ქოლ-ცენტრი თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ შეტყობინებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ზარები იწერება სიტყვიერი ვალდებულებების დასაცავად და შედეგიანობისთვის, თუ თქვენ თანახმა იქნებით ამაზე და ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა სარეზერვო მონაცემებთან ელექტრონული სახით, ფოსტით ან ელფოსტით გამოგზავნილი საჩივრები ინახება არქივში და მომავალში შესაძლო საჩივრების დამუშავების მიზნით მას შეიძლება დაჯავშნაში მითითებული სხვა მონაცემები დაუკავშირონ.
11.5.
ხელისუფლების ორგანოები და სამართალდამცავები:
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ სახელმწიფო ან სამართალდამცავ ორგანოებს, როგორიცაა პოლიცია ან მარეგულირებელი ორგანოები, თუ ამის შესახებ მოთხოვნა შემოვა და ამას კანონი მოითხოვს; ან იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და აქტივების უსაფრთხოება.
11.6. სასაზღვრო პოლიცია და საიმიგრაციო ორგანოები:
ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air ვალდებულია, სასაზღვრო კონტროლის სამსახურებს დაჯავშნასთან და მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს. ამიტომ, თუ რაიმე ინფორმაცია გაგვაჩნია თქვენი მოგზაურობის შესახებ, ის შეიძლება გავუმჟღავნოთ საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურებს თქვენი გამგზავრების ან დანიშნულების ადგილზე. ამას გარდა, ზოგიერთი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა Wizz Air-ისგან მოითხოვს ყველა მგზავრის პასპორტისა და სხვა ანალოგიური ინფორმაციის შეგროვებას ამ ქვეყნებში ჩასვლამდე ან იქიდან წამოსვლამდე. კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამის საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურებს მიაწვდის.
გაცნობებთ, რომ ტერორისტული ქმედებებისა და მძიმე კრიმინალური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, გამოსავლენად, გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დასასჯელად მგზავრების სახელების ჩანაწერების (PNR) გამოყენების თაობაზე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2016 წლის 27 აპრილის დირექტივა (EU) 2016/681-ის მიხედვით, Wizz Air ვალდებულია, თქვენს მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს მგზავრთა შესახებ ინფორმაციის ცენტრს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც მიემგზავრებით.
12.
პერსონალური მონაცემების გარეშე ქვეყნებისთვის გადაცემა
ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა საჭიროა თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად. მონაცემებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ Wizz Air-ის გუნდის წევრებს, მონაცემთა დამმუშავებლებსა და მომსახურების მომწოდებლებს იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ევროპის ეკონომიკურ ზონასთან შედარებით ნაკლებად დაცულია. საჭიროების შემთხვევაში, Wizz Air ყოველ ღონეს იხმარს იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებმა მხარეებმა უზრუნველყონ მონაცემთა შესაბამის დონეზე დაცვა მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, კერძოდ, ევროკომისიის მიერ გამოცემული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების გამოყენებით ან ევროკომისიის გადაწყვეტილების შესრულებით, რომლის თანახმადაც პერსონალური მონაცემების მიმღებმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს მონაცემების სათანადო დონეზე დაცვა.
თუ საზღვარგარეთ მონაცემთა გადაცემის დროს სათანადო დაცვის უზრუნველყოფა არ მოხდება, თქვენგან სასწრაფო თანხმობას მოვითხოვთ ამგვარ გადაცემაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ამგვარი გადაცემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან, კერძოდ, მიმღები ქვეყნის არაუფლებამოსილ მესამე მხარეებს შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ ამ მონაცემებთან და შეიძლება ვერ მოახერხოთ მონაცემთა სუბიექტის უფლებების და/ან თქვენი უფლებების გამოყენება ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და კონფიდენციალობაზე თქვენს უფლებას.
ჩვენს ვებსაიტზე, წარმომავლობისა და დანიშნულების ადგილებში, შეგიძლიათ იხილოთ გარეშე ქვეყნები, სადაც შეიძლება გაიგზავნოს ან ხელმიმსაწვდომი იყოს თქვენი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული დამოკიდებულია თქვენი მოგზაურობის დანიშნულების ადგილზე და მომწოდებლებზე, რომლებსაც მომსახურების გასაწევად მივმართავთ.
13. მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია:
კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან იმის გასარკვევად, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, დაგვიკავშირდით ჩვენი ვებფორმის მეშვეობით ან მისწერეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ მისამართზე: Wizz Air Hungary Ltd., Laurus Offices, Kőér street 2/A,
Building B, II-V., H-1103 Budapest (or data.protection[at]wizzair.com).
14. ქუქი-ფაილები
როცა ჩვენს ვებგვერდს გამოიყენებთ, ქუქი-ფაილები შეინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში. ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ტიპის ქუქი-ფაილებს. ზოგიერთი ქუქი-ფაილი მუდმივად ჩართულია, ვინაიდან ისინი აუცილებელია ვებგვერდის სათანადო მუშაობისთვის. ქუქი-ფაილები ანალიტიკური მიზნებისთვის აუმჯობესებს ჩვენს ვებგვერდს და გთავაზობთ მომხმარებლის საუკეთესო შთაბეჭდილებას. სხვა ქუქი-ფაილები გამოიყენება ვებგვერდის უფრო კომფორტული პარამეტრებისთვის ან პერსონალიზებული კონტენტის საჩვენებლად და ინფორმაციის გაზიარების უფლების მონიჭებისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ არჩეული პარამეტრების მიხედვით, ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება აღარ იყოს ხელმისაწვდომი ან ჩვენ შეიძლება ვეღარ შევძლოთ პერსონალიზებული კონტენტის მოწოდება. ქუქი-ფაილების შესახებ, რომელთაც იყენებს Wizz Air და მათი დაბლოკვის შესაძლებლობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
თქვენი Wizz Air ანგარიშზე შესვლამდე, წინა წინადადებაში აღწერილი მიზნებისთვის ამ მონაცემების გამოყენება მოხდება ანონიმური ფორმით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს სახელსა და სხვა მაიდენტიფიცირებელ მახასიათებლებს ჩავანაცვლებთ, რათა თქვენი ვინაობის გამოცნობა შეუძლებელი გახდეს. ამას გარდა, მოხმარების ამგვარი პროფილების სხვა შენახულ მონაცემებთან ერთად კომბინაცია არ მოხდება. თქვენი Wizz Air ანგარიშზე შესვლის შემდეგ, ამგვარი მონაცემების წინა წინადადებაში აღწერილი მიზნებისთვის გამოყენება მოხდება ანონიმური ფორმით და დაკავშირებული იქნება თქვენთან.
ზემოაღწერილის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს თქვათ უარი მომხმარებელთა პროფილების შედგენის მიზნით თქვენი მონაცემების გამოყენებაზე.
შეიძლება ასევე გადავცეთ არაპერსონალური მონაცემები, მათ შორის და არა მარტო, ანონიმური დემოგრაფიული ინფორმაცია და ონლაინზე ქცევა ჩვენს კონტრაქტორებთან (მაგ., მესამე მხარის მომწოდებლები ან ბანკები იყენებენ WIZZ ბრენდირებულ საკრედიტო/სადებეტო ბარათებს სპეციალური შეღავათებით) მარკეტინგული კვლევის მიზნით.
&Ldquo;არაპერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემები” ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენ მიერ შეიცვლება იმგვარად, რომ პერსონალურ თუ მატერიალურ გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია ვერ იქნება დაკავშირებული თქვენთან ან ამგვარი დაკავშირებისთვის საჭირო იქნება უსაზღვროდ დიდი დრო, ხარჯი და ძალისხმევა. ჩვენ ვინახავთ მონაცემებს, რომლებიც დაჯავშნის დროს თქვენი ბრაუზერისა და მოწყობილობის მიერ ჩვენს ვებგვერდზე იგზავნება.
აღნიშნული მონაცემების მესამე
მხარისთვის გაზიარება ხდება მხოლოდ განზოგადებული ფორმით, რომლის საფუძველზეც თქვენი ვინაობის დადგენა შეუძლებელია.
15. თქვენი პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება
ჩვენ მოგაწვდით სიახლეებს ხელსაყრელ ვარიანტებსა და სპეცშემოთავაზებებთან დაკავშრებით, თუ გამოიწერთ ამგვარ მომსახურებას ან განაცხადებთ თანხმობას. სიახლეებს მიიღებთ ელფოსტის, SMS-ის, push-შეტყობინებებისა თუ აპის შეტყობინებების მეშვეობით. ელექტრონულად არ დაგიკავშირდებით მარკეტინგული მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარკვევით მოითხოვთ ამას თანხმობის ფორმაში შესაბამისი უჯრების მონიშვნით, სადაც საკონტაქტო ინფორმაცია შეიტანეთ.
16. ცვლილებები კონფიდენციალურობის შეტყობინებაში
თუ რაიმე ცვლილება შევა წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებაში, განახლებულ ვერსიას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზეwizzair.com.
17. მესამე მხარის ვებგვერდები
wizzair.com შეიცავს ბმულებს სხვა ვებგვერდებზე, სადაც თქვენთვის საჭირო ინფორმაცია იქნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვებგვერდებს შეიძლება ფლობდნენ ან მართავდნენ სხვა კომპანიები და ორგანიზაციები და მათ შეიძლება ჰქონდეთ უსაფრთხოებასთან და კონფიდენციალობასთან დაკავშირებული განსხვავებული დებულებები. Wizz
Air არ აკონტროლებს და პასუხისმგებლობას არ კისრულობს, თუ რაიმე ინფორმაცია, მასალა, პროდუქცია თუ მომსახურება შედის ან ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდებზე.
18.
მესამე მხარის ვალდებულება
Wizz Air არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარეების’ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებაზე, სადაც ამგვარი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მათი საკუთარი მიზნებისთვის. ამგვარ შემთხვევებში, ეს მესამე მხარეებიც მიიჩნევიან მონაცემთა ოპერატორებად, დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მათი კონფიდენციალობის წესები.
კონფიდენციალობის შესახებ წინამდებარე დებულება ძალაში შედის 2020 წლის 11 აგვისტოდან.