წინამდებარე შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ შეეხება ყველა იმ პერსონალურ მონაცემს, რომლებსაც მოგვაწვდით და ასევე ყველა იმ პირად მონაცემს, რომლებსაც შევაგროვებთ თქვენ შესახებ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებთ wizzair.com-ს ან Wizz Air-ის მობილურ აპლიკაციას (ქუქი-ჩანაწერების გამოყენებით) ან თქვენი მოგზაურობის სტილის შესახებ, თუ ჩვენგან დაჯავშნით ბილეთებს. შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ გაგარკვევთ, როგორ და რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორ ვაგროვებთ მათ და ვისთან ვაზიარებთ.
1. ვინ ვართ ჩვენ?
Wizz Air UK Limited
(„Wizz Air“ ან „ჩვენ“) (იურიდიული მისამართი: Main Terminal Building, London
Luton Airport, Luton, LU2 9LY, United Kingdom; კომპანიის რეგისტრაციის ნომერი: 10982241)
მოქმედებს, როგორ მონაცემთა ოპერატორი. ეს ნიშნავს, რომ Wizz Air წყვეტს, როგორ და რა მიზნებით დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Wizz Air Hungary Ltd. (იურიდიული მისამართი: Laurus Offices, Kőér
street 2/A, Building B, II-V., H-1103, Budapest, Hungary; კომპანიის
რეგისტრაციის ნომერი: 01-10-140174) თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით მოქმედებს, როგორც მონაცემთა ოპერატორი Wizz Air UK Limited-თან ერთად. როგორც მონაცემთა სუბიექტს, Wizz Air UK Limited-ისა და,
Wizz Air Hungary Ltd-ს საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკუთარი უფლებებით მონაცემთა დაცვის კუთხით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ.
ამისთვის მოთხოვნა უნდა გადაუგზავნოთ Wizz Air Hungary Ltd.-ს. Wizz Air Hungary Ltd. გამოეხმაურება მოთხოვნას და თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავებასთან დაკავშირებით განაახლებს კონფიდენციალურობის შეტყობინებას
wizzair.com-ზე, რადგან Wizz Air Hungary Ltd. არის აღნიშნული ვებსაიტის
მფლობელი, როგორც ეს აღწერილია Wizz ანგარიშის წესებსა და პირობებში.
2. მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Wizz Air Hungary Ltd.-მ განაწესა მონაცემთა დაცვის ოფიცერი („DPO“), რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ კანონებთან შესაბამისობას და ზედამხედველობს ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას, ასევე, ზრუნავს, რომ პასუხი გაეცეს თქვენს შეკითხვებს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. ვინაიდან გადაწყვეტილებები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით უნგრეთში მიიღება, Wizz Air-მა გადაწყვიტა, მონაცემთა დაცვის ორგანო უნგრეთში ყოფილიყო მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მთავარი ორგანო Wizz Air-ისთვის მონაცემთა კონტროლის კუთხით.
თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება, ზედამხედველობის ორგანოს ნებისმიერ დროს მიმართოთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საჩივრით.
თუ გსურთ, ისარგებლოთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული უფლებებით, მოთხოვნის გადაგზავნა შეგიძლიათ აქ — ჯერ უნდა შეხვიდეთ Wizz ანგარიშში და გადახვიდეთ მონაცემთა დაცვის ჩანართზე.
3. თქვენი პერსონალური მონაცემები – რა არის ეს?
პერსონალური
მონაცემები შეეხება ცოცხალ
ადამიანს, რომლის სრული იდენტიფიცირებაც შეიძლება ამ მონაცემებიდან, კონკრეტულად ეს მონაცემები მოიცავს
თქვენს სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელფოსტის მისამართს, საკრედიტო ან საბანკო ბარათის ნომერსა და
ინფორმაციას სპეციალური ზრუნვის შესახებ. იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციით ან სხვა ინფორმაციასთან ერთობლიობაში, რომელიც მონაცემთა ოპერატორის ხელშია ან სავარაუდოდ მის ხელში მოხვდება.
4. როგორ ვაგროვებთ პირად მონაცემებს?
თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ ვებსაიტზე, მობილურ აპში, ელფოსტის მეშვეობით ან ქოლ-ცენტრში, ასევე, ფოსტით, როცა საფოსტო წერილს გვიგზავნით, ზოგიერთ შემთხვევაში კი — აეროპორტში, როცა მოგვეთხოვება/გვევალება მემორანდუმების ან რამდენიმეწუთიანი შეხვედრების გამართვა თქვენს მოგზაურობასთან დაკავშირებით.
5. რატომ ვაგროვებთ პირად მონაცემებს? (მონაცემთა დამუშავების მიზნები)
ჩვენ ვაგროვებთ და
ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
ა) თქვენი ჯავშნის დასამუშავებლად და საგადახდო ბარათის დასადასტურებლად, რისთვისაც გროვდება შემდეგი მონაცემები: წოდება, მგზავრების სახელები, მისამართები, პასპორტის ან ევროკავშირში მოქმედი ოფიციალური პირადი ბარათის ნომრები ვადის გასვლის თარიღთან ერთად, ტელეფონის ნომრები, ელფოსტისა და IP მისამართები, საკრედიტო/სადებეტო ბარათისა თუ სხვა საგადახდო/საბანკო მონაცემები.
ბ) თქვენ მიერ შეძენილი მომსახურების გასაწევად, რისთვისაც გროვდება შემდეგი მონაცემები: მგზავრის სახელი, ეროვნება, სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, პასპორტის ან ევროკავშირში მოქმედი ოფიციალური პირადი ბარათის ნომრები ვადის გასვლის თარიღთან ერთად, ინფორმაცია განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების და/ან დიეტური შეზღუდვების მქონე მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საკრედიტო/საბანკო ბარათისა თუ საბანკო ანგარიშის მონაცემები, ინფორმაცია სპეციალური ზრუნვის შესახებ (კონფიდენციალური პერსონალური ინფორმაცია), ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები, დადასტურების ნომერი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია სამოგზაურო დოკუმენტების შესახებ, თქვენ მიერ შეძენილი მომსახურებები და WIZZ ანგარიშის ნომერი.
გ) ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით მესამე მხარეების სერვისებისა თუ პროდუქტების შეძენის გასამარტივებლად. ამ მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: მგზავრის სახელი, ეროვნება, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საკრედიტო/საბანკო ბარათის მონაცემები, ინფორმაცია სპეციალური ზრუნვის შესახებ, ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები, დადასტურების ნომერი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია სამოგზაურო დოკუმენტების შესახებ, მდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც განისაზღვრება რეალურ დროში GPS-ის, Bluetooth-ისა და IP მისამართის მეშვეობით, საერთო Wi-Fi ჰოტსპოტებისა და სატელეფონო ანძების მდებარეობებთან ერთად. ამისთვის თქვენ უნდა იყენებდეთ მდებარეობაზე მორგებულ ფუნქციებს და გააქტიურებული გქონდეთ გეოლოკაციის მომსახურების პარამეტრები კომპიუტერსა თუ სხვა მოწყობილობაზე) და WIZZ ანგარიშის ნომერი.
დ) თქვენთან დასაკავშირებლად (მაგალითად, მოგზაურობის შეფერხების შემთხვევაში) ელფოსტის, ტელეფონის, SMS-ის, MMS-ის, push-შეტყობინების, აპის შეტყობინებების, ჩატის მომსახურების, სოციალური ქსელების, ზარებისა და საფოსტო წერილების მეშვეობით. ამ მიზნით, ჩვენ
ვაგროვებთ შემდგ მონაცემებს: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი), ავიარეისთან დაკავშირებული მონაცემები და Wizz ანგარიშის ნომერი.
ე) რათა შეგახსენოთ დაჯავშნა, რომელიც დაიწყეთ და არ დაგისრულებიათ. ამ
მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: გამგზავრებისა და დანიშნულების არჩეული პუნქტები, ცალმხრივი/ორმხრივი ავიაბილეთები, გამგზავრებისა და ჩაფრენის დროები, მგზავრთა რაოდენობა, არჩეული ტარიფის ტიპი, ტარიფის სრული ოდენობა, არის თუ არა მომხმარებელი საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერი, ჯავშნის ტიპი (ჩვეულებრივი, Wizz ფასდაკლების კლუბისთვის, ჯგუფისთვის), არჩეული სერვისები, Wizz Air-ის ვებსაიტზე/აპლიკაციაში გამოყენებული ენა.
ვ) რათა გამოგიგზავნოთ ახალი ამბების ბიულეტენები. ამ მიზნით, ჩვენ
ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი), wizzair.com-ზე თქვენ მიერ შესრულებული ძიების ისტორია, სამოგზაურო ტენდენციები და თქვენთვის სასურველი ვარიანტები.
ზ) თქვენთვის სასურველი შემოთავაზებებისა და პროდუქტებთან დაკავშირებით დამატებითი ინდივიდუალური რეკომენდაციების მოსაწოდებლად. ამ მიზნით, ჩვენ
ვაგროვებთ შემდგ მონაცემებს: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი), ჩვენთან გაზიარებული სასურველი სამოგზაურო ვარიანტები, wizzair.com-ზე თქვენ მიერ შესრულებული ძიების ისტორია, ქრონოლოგიური ინფორმაცია ჯავშნების შესახებ, სამოგზაურო ტენდენციები, მდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობის გეოლოკაცია, რომელიც განისაზღვრება რეალურ დროში GPS-ის, Bluetooth-ისა და IP მისამართის მეშვეობით, საერთო Wi-Fi ჰოტსპოტებისა და სატელეფონო ანძების მდებარეობებთან ერთად. ამისთვის თქვენ უნდა იყენებდეთ მდებარეობაზე მორგებულ ფუნქციებს და გააქტიურებული გქონდეთ გეოლოკაციის მომსახურების პარამეტრები კომპიუტერსა თუ სხვა მოწყობილობაზე). ამ უკანასკნელი მიზნისთვის ჩვენ ვიყენებთ ჯავშნების/ტრანსაქციების ქრონოლოგიურ მონაცემებს, რეალურ დროში განხორციელებული შესყიდვების დიაგრამის მონაცემებს, მდებარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და Wizz Air-ის მიერ გამოყენებულ მარშრუტის კლასიფიკაციას.
თ) თქვენთან დასაკავშირებლად, რომ ჩავატაროთ მომხმარებელთა გამოკითხვა ანალიტიკური მიზნებისთვის, ხარისხის ასამაღლებლად, მომსახურების დასახვეწად, ვებსაიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ჩვენი სარეკლამო კამპანიების წარმატების შესაფასებლად ან სერვისების თქვენს საჭიროებებზე მოსარგებად. ამ მიზნით ჩვენ
ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს: სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი) და თქვენ მიერ გაფორმებული ჯავშნების ქრონოლოგიური მონაცემები.
ი) ადმინისტრაციული და სამართლებრივი მიზნებისთვის, მაგალითად, თაღლითობის გამოსავლენად, დაცულობისთვის, დაცვის, ოპერაციული თუ სხვა ტიპის ანგარიშების მოსამზადებლად და უსაფრთხოებისთვის. ამ მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს:
მგზავრის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, გეოლოკაციის მონაცემები, ჯავშნებისა და ტრანსაქციების ისტორია, საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემები, მოთხოვნებთან და საჩივრებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
კ) შესაბამისი კანონების სავალდებულო დებულებების შესასრულებლად, მაგალითად, საბუღალტრო, ანგარიშების გამოწერის, აუდიტის, მომხმარებელთა დაცვის, საიმიგრაციო თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის. ამ მიზნით გროვდება შემდეგი მონაცემები: იმიგრაციასა და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები; ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებული პერსონალური
მონაცემები, სპეციალური დახმარების საჭიროების მქონე პირებთან დაკავშირებული მონაცემები; პერსონალური მონაცემები რეისის შეფერხების ან რეისის დაგვიანების შემთხვევაში, თქვენთვის
შეტყობინების ვალდებულების განსახორციელებლად.
გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ, პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მოგვაწვდით თქვენი WIZZ ანგარიშის შექმნის პერიოდში, გამოყენებულ იქნება თქვენი, როგორც ჩვენი მგზავრის, ავიარეისის დასაჯავშნად.
სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის პროცესში თქვენ უნდა მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც ზუსტად ემთხვევა იმ სამოგზაურო დოკუმენტში არსებულს, რომელსაც იყენებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის.
თუ თქვენი პერსონალური მონაცემები არაზუსტი ან არასრულია, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი შესწორება ან შევსება.
5.1. კონფიდენციალური პერსონალური მონაცემების დამუშავება
გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ ასევე გვჭირდება, დავამუშავოთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (კონფიდენციალური პერსონალური მონაცემები), როგორიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, მაგალითად, როდესაც ჩვენგან და/ან აეროპორტის ოპერატორისგან ითხოვთ სპეციალურ დახმარებას (როგორიცაა, ჟანგბადის მიწოდება), ან როდესაც უსაფრთხოების მიზნით გვაწვდით ინფორმაციას ფრენის ამტანობასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაციას ორსულობის ან ალერგიის შესახებ).
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის, ჩვენ
გვჭირდება თქვენი კონკრეტული თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ
თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურებ(ებ)ის გაწევას. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი კონფიდენციალური პერსონალური მონაცემები, საჭიროებისამებრ, სამართლებრივი სარჩელების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად და
სავალდებულო სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თქვენი კონფიდენციალური პერსონალური მონაცემების მესამე მხარეებისთვის გადაცემა, ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთაც კი, შესაძლოა, ასევე, საჭირო გახდეს ჩვენგან მოთხოვნილი მომსახურებების გაწევის დროს სავალდებულო სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე.
5.2. პროფილის შედგენა
პროფილის შედგენის მიზანია, მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებზე, სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული შემოთავაზებები. სხვა რაღაცეებთან ერთად, შემოთავაზებები შეიძლება შეიცავდეს ფასდაკლებებს თვითმფრინავის ბილეთებზე ან სხვა მომსახურებებზე, ასევე ვაუჩერებს გამოკითხვებში მონაწილეობის სანაცვლოდ. შემოთავაზებები შეიძლება ნიშნავდეს შპს უიზ ეარ უნგრეთის,
Wizz Air UK Limited-ის, Wizz Air Abu Dhabi-ს ან ჩვენი კონტრაქტორი პარტნიორების (მაგ., ბანკების, რომლებიც გასცემენ WIZZ-ის ბრენდირებულ საკრედიტო/სადებეტო ბარათებს სპეციალური შეღავათებით) ან სხვა მესამე მხარეების შემოთავაზებებს. თქვენი თანხმობის შესაბამისად, შემოთავაზებებს გამოგიგზავნით ელფოსტის, ტელეფონის, SMS-ის ან push-შეტყობინებების მეშვეობით.
პროფილის შედგენა არის თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავება, რომელიც მოიცავს პერსონალური მონაცემების გამოყენებას თქვენთან დაკავშირებული გარკვეული პირადი ასპექტების შესაფასებლად, კერძოდ, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, თქვენთვის სასურველი ვარიანტების, ინტერესების, საიმედოობისა და ადგილმდებარეობის/გადაადგილების შესაფასებლად ან წინასწარ განსასაზღვრად.
6. მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი
კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების მე-5 სექციის ა)-ბ) პუნქტებში აღნიშნული მონაცემთა დამუშავების შემთხვევები საჭიროა თქვენ და Wizz Air-ს შორის კონტრაქტის ასამოქმედებლად ან თქვენი მოთხოვნის საფუძველზე კონტრაქტის გასაფორმებლად საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავებისას დაცულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ დადგენილი მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია ნომ. 2016/679-ის 6 (1) (b) მუხლი („GDPR“).
GDPR-ის 6 (1) (a) და 9 (2) (a) მუხლების თანახმად, კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების მე-5 სექციის გ)-ზ პუნქტებში აღნიშნული მონაცემთა დამუშავების შემთხვევების სამართლებრივი საფუძველი თქვენი თანხმობაა.
კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების მე-5 სექციის თ)-ი) პუნქტებში აღნიშნული მონაცემთა დამუშავების შემთხვევები ეფუძნება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით Wizz Air-ის კანონიერ უფლებას (GDPR-ის მუხლი 6 (1) (f)). თუ სამართლებრივი საფუძველი Wizz Air-ის კანონიერი უფლებაა, ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს, ფუნდამენტურ უფლებებსა თუ თავისუფლებებს, ასევე, მათ შესაძლო უპირატესობას აღნიშნულ კანონიერ უფლებებთან შედარებით (ბალანსირების ტესტი).
კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების მე-5 სექციის კ) პუნქტში აღნიშნული მონაცემთა დამუშავების შემთხვევა საჭიროა Wizz Air-ის სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის GDPR-ის მუხლი 6 (1) (c).
პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უარი ან არმიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე-5 თავში ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემები გვჭირდება გადაზიდვის ზოგადი პირობების შესასრულებლად და თქვენთვის ჩვენი მომსახურებების გასაწევად. თუ მოთხოვნილ პერსონალურ მონაცემებს არ მოგვაწვდით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ მომსახურების ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ.
თუ თქვენ გამოითხოვთ ან არ მოგვცემთ თანხმობას კონფიდენციალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ მომსახურების ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ვერ გააუქმებთ შეკვეთას და ვერ მოითხოვთ გადახდილი თანხის ანაზღაურებას.
7. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებაში დასახელებული მიზნის შესრულებისათვის საჭირო ხანგრძლივობით ან იმ დროის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამის კანონებში.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს გონივრულად საჭირო დროზე მეტ ხანს არ ვინახავთ: მონაცემები შეინახება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებიდან (ანუ, თქვენი Wizz ანგარიშის წაშლიდან) 6 წლის განმავლობაში, მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინტერნეტში შესრულებული ძიების მონაცემებს თქვენ შესახებ ვინახავთ ოთხი დღით.
საბუღალტრო დოკუმენტების შემთხვევაში, მათი შენახვის პერიოდი მოიცავს ფისკალური წლის დასრულებიდან 8 წელს, როგორც ეს გათვალისწინებულია საბუღალტრო დოკუმენტაციის შესახებ 2000 წლის აქტი C-ს 169-ე თავით.
სასამართლო ან დისციპლინური პროცედურის აღძვრის შემთხვევაში, მონაცემები შეინახება ამ პროცედურების დასრულებამდე, უფლებების დაცვის შესაძლო პერიოდის ჩათვლით, რომელთან დაკავშირებული მონაცემებიც, სამოქალაქო სარჩელების შემთხვევაში, წაიშლება სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის პერიოდის გავლის შემდეგ.
თანხმობის საფუძველზე გატარებული პირადი მონაცემების გამოყენება მოხდება თანხმობის გამოთხოვნამდე.
8. პერსონალური მონაცემების დამატებითი დამუშავება
თუ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება ისეთი ახალი მიზნისთვის დაგვჭირდება, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ შეტყობინება, ახალი მონაცემების დამუშავებამდე, ჩვენ მოგაწვდით ახალ შეტყობინებას, სადაც განმარტებული იქნება მონაცემების ახლებურად დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა პირობა. თუ საჭირო იქნება, მონაცემებზე მუშაობის ახალი მოქმედებების დაწყებამდე მოვითხოვთ თქვენგან თანხმობას.
9. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები
მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გექნებათ:
- მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან წვდომა,
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება,
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა,
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა,
- მოითხოვოთ მონაცემების პორტაბელობა,
- უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (მათ შორის, უარი თქვათ პროფილის შედგენაზე, ასევე სხვა უფლებებზე გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში მიღებასთან დაკავშირებით),
- გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა და შეიტანოთ საჩივარი შესაბამის სამეთვალყურეო ორგანოში.
9.1 წვდომის უფლება
შეიძლება გქონდეთ უფლება, ჩვენგან მოითხოვოთ იმის დადასტურება, დამუშავდა თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, ხოლო თუ დამუშავდა, მოითხოვოთ პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომა.
თქვენ გექნებათ უფლება, მიიღოთ იმ პერსონალური მონაცემების ასლი, რომლებიც დამუშავების პროცესშია, მონაცემთა დაცვის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია იდენტიფიკაციისათვის, ან თქვენ მიერ მოთხოვნილი დამატებითი ასლებისათვის დაგაკისროთ გონივრული გადასახადი ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაყრდნობით.
9.2. შესწორების უფლება
თქვენ გექნებათ უფლება, ჩვენგან მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული არაზუსტი პერსონალური მონაცემების შესწორება. დამუშავების მიზნიდან გამომდინარე, შეიძლება გქონდეთ არასრულყოფილი პერსონალური მონაცემების შევსების უფლება, მათ შორის, დამატებითი განაცხადის წარდგენით.
როგორც წესი, ჩვენ უფასოდ გაძლევთ მონაცემთა შესწორების უფლებას, მაგრამ არსებულ ჯავშანში გამგზავრებამდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე მგზავრის სახელის ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა, დაგაკისროთ სახელის ცვლილების საფასური, გადაზიდვის ზოგად პირობებში გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში.
სახელის ცვლილების/შესწორების წესებთან დაკავშირებით
დამატებითი ინფორმაცია მოცემულია აქ.
9.3. წაშლის უფლება (დავიწყების უფლება)
გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და ჩვენ ვალდებული ვიქნებით, ასეც მოვიქცეთ. ასეთ შემთხვევებში მომსახურებების გაწევას ვეღარ გავაგრძელებთ.
9.4. დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება
გარკვეულ გარემოებებში, თქვენ გექნებათ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები მოინიშნება და ჩვენ მიერ დამუშავდება მხოლოდ გარკვეული მიზნებით.
9.5. ავტომატური გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის უფლება
გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ კონკრეტული სიტუაციის საფუძველზე ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე, მათ შორის პროფილის შედგენაზე; ხოლო ჩვენ ვალდებული ვიქნებით, ასეც მოვიქცეთ.
ამას გარდა, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონიერი დაინტერესების საფუძველზე, უფლება გექნებათ, ნებისმიერ დროს თქვათ უარი ამგვარი მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
ამას გარდა, გარკვეულ გარემოებებში, ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უფლება გექნებათ, ადამიანის ჩარევა მოითხოვოთ.
გვსურს, გაცნობოთ, რომ Wizz Air არ იყენებს გადაწყვეტილებების ავტომატიზებული მიღების მექანიზმს GDPR-ის ფარგლებში.
9.6. მონაცემთა პორტაბელობის უფლება
გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც მანამდე მოგვაწოდეთ, გარკვეული სტრუქტურით, საზოგადო ფორმითა და მანქანით წაკითხვადი ფორმატით (ანუ, ციფრული ფორმატით). ამას გარდა, შეიძლება უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ ამ მონაცემების გადაცემა სხვა პირისთვის ჩვენგან ხელის შეშლის გარეშე, თუ ამგვარი გადაცემა ტექნიკურად მიზანშეწონილია.
9.7. თანხმობის გამოთხოვნის უფლება
თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ეყრდნობა თქვენს თანხმობას, შეგიძლიათ ეს თანხმობა ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ მიზეზის დასახელების გარეშე და უფასოდ, თითოეულ საინფორმაციო ბიულეტენში მოცემულ ბმულზე დაწკაპუნებით, ან Wizz Air-ის
ანგარიშზე ან მობილურ მოწყობილობაზე უპირატესობების შეცვლით. თანხმობის გამოთხოვნა გავლენას არ მოახდენს თანხმობის საფუძველზე მანამდე დამუშავებული მონაცემების კანონიერებაზე.
თუ თქვენ გამოითხოვთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება ვეღარ შევძლოთ ყველა იმ მომსახურების ან მისი ნაწილის გაწევაა, რომელიც თქვენ მოითხოვეთ (მაგ., სპეციალური დახმარების მომსახურების შემთხვევაში, თუ კონფიდენციალური მონაცემების დამუშავება გვჭირდება).
9.8. როგორ დაგვიკავშირდეთ და ისარგებლოთ მონაცემთა დაცვის კუთხით თქვენი უფლებებით?
მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, საჩივრის შეტანის უფლებით რომ ისარგებლოთ, დაგვიკავშირდით აქ Wizz ანგარიშში შესვლის შემდეგ.
თუ Wizz ანგარიში არ გაქვთ, მოთხოვნა გადმოგვიგზავნეთ აქ.
9.9. ზედამხედველობით ორგანოებში საჩივრის შეტანის უფლება
თუ მიგაჩნიათ, რომ დაირღვა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და წარუდგინოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოს, კერძოდ, წევრ ქვეყანაში თქვენი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის ან სავარაუდო დარღვევის ადგილის მიხედვით.
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ უნგრეთის
მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ორგანოს
(Nemzeti Adatvédelmi és Információszabadság Hatóság, H-1125, Hungary, Budapest,
Szilágyi Erzsébet fasor 22/C.; ტელეფონის ნომერი: +36-1391-1400; ფაქსი: +36-1391-1410).
10. როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
Wizz Air ასრულებს მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონებს შემდეგი სახით:
- მონაცემები განახლებული აქვს;
- მათ ინახავს და ანადგურებს უსაფრთხოების დაცვით;
- ჭარბი რაოდენობის მონაცემებს არ აგროვებს და არ ინახავს;
- პერსონალურ მონაცემებს იცავს დაკარგვის, ბოროტად გამოყენების, უნებართვოდ დაშვებისა და გამჟღავნებისაგან, რისთვისაც დანერგილი აქვს შესაფერისი ტექნიკური ზომები.
ჩვენ ვატარებთ ყველა შესაბამის ტექნიკურ და საორგანიზაციო ზომას იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დავიცვათ შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, ასევე, შემთხვევითი დაკარგვისგან, შეცვლისგან, მისი უკანონო გამხელისგან ან მასზე უკანონო წვდომისგან, განსაკუთრებით, როცა დამუშავება მონაცემთა ქსელის მეშვეობით გადაცემას გულისხმობს, ასევე, ყველა დანარჩენი ტიპის უკანონო დამუშავებისგან.
ამასთან დაკავშირებით Wizz Air-ს, სხვა დეტალებთან ერთად, დაწესებული აქვს მონაცემებზე წვდომის იერარქია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეს მხოლოდ შესაბამისად უფლებამოსილ ადამიანს, რომელსაც ამ მონაცემების ცოდნა სჭირდება თავისი მოვალეობის ანუ სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პირადი და ფინანსური მონაცემების გადაცემას. ამ მონაცემების გადაცემა თქვენი კომპიუტერიდან უიზ ეარის დაჯავშნის სერვერზე ხდება დაშიფრული არხებით, რომლებსაც მართავს უახლესი უსაფრთხო ბუდეების (SSL) ტექნოლოგია.
11. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება
მუშაობის პროცესში Wizz Air-მა შეიძლება გამოიყენოს მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა მომსახურება და გარე მომსახურების პროვაიდერი, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებენ კონკრეტული მიზნებისათვის Wizz Air-ის სახელითა და ინსტრუქციებით. ამას გარდა, მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air ვალდებულია, გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები სახელმწიფო ორგანოებს, უწყებებსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს.
მონაცემების დამმუშავებლებს უფლება აქვთ, პერსონალური მონაცემები დაამუშაონ შესაბამისი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ან სანამ საჭირო იქნება მათი შენახვა მონაცემთა შენახვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მესამე მხარეები (მიმღებები), ქვემოთ მოყვანილი მიზნებისთვის:
- სამოგზაურო აგენტები ან მესამე მხარეები, რომელთა დახმარებითაც ჯავშნით მოგზაურობას ან სხვა მომსახურებებს;
- მომსახურების გარეშე მომწოდებლები, რომელთა სერვისებსაც, მათ შორის, გადაცემის მომსახურებას (თუმცა ამით არ შემოიფარგლება), ჩვენი ვებსაიტის, აპლიკაციის ან ქოლ-ცენტრის მეშვეობით შეიძენთ.
- ჩვენი პარტნიორები ერთგულების იმ სქემების შემუშავებაში, რომლებშიც თქვენ გაწევრიანდით;
- მიწისზედა მომსახურების კომპანიები და აეროპორტები თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევის მიზნით;
- საკრედიტო ბარათების კომპანიები, საგადახდო მომსახურების მომწოდებლები ჩვენი ვებსაიტის, აპლიკაციისა თუ ქოლ-ცენტრის მეშვეობით მოთხოვნილი ტრანსაქციების დასამუშავებლად;
- მესამე მხარეები, რომლებიც ჩვენი სახელით ატარებენ მომხმარებელთა გამოკითხვებს;
- მომსახურების სხვა გარეშე მომწოდებლები, რომლებსაც ჩვენ ვრთავთ მონაცემთა დამუშავებაში;
- მესამე მხარეები, როგორიცაა იურიდიული კომპანიები, სასამართლოები, სხვა ორგანოები თუ მომსახურების მომწოდებლები თქვენთან გაფორმებული კონტრაქტის შესასრულებლად ან გამოსაყენებლად;
- სახელმწიფო თუ სამართალდამცავი ორგანოები, როგორიცაა პოლიცია ან მარეგულირებელი ორგანოები, თუ ამის შესახებ მოთხოვნა შემოვა და ამას კანონი მოითხოვს; ან იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და აქტივების უსაფრთხოება.
11.1. Wizz Air-ის ჯგუფი
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაუზიარდეს Wizz Air-ის გუნდის წევრებს, რამდენადაც ეს საჭირო იქნება თქვენთვის იმ მომსახურებების გასაწევად, რომლებსაც ჩვენგან შეიძინეთ ან იმისთვის, რომ შეიძინოთ მესამე მხარეების მიერ მოწოდებული სერვისები/პროდუქტები ჩვენი ვებსაიტის, მობილური აპლიკაციისა თუ ქოლ-ცენტრის მეშვეობით. Wizz Air-ის გუნდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
11.2. მომსახურების გარეშე მომწოდებლები
როდესაც თქვენ მომსახურების გარეშე მომწოდებლისგან შეიძენთ სერვისს ჩვენი ვებსაიტის, აპლიკაციისა თუ ქოლ-ცენტრის მეშვეობით (მაგ., შეუკვეთავთ სატრანსპორტო ან მასთან დაკავშირებულ სერვისს), შეკვეთილი მომსახურების გასაწევად თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ გადავცემთ მომსახურების შესაბამის მომწოდებელს.
ამგვარ მესამე მხარეებს შეიძლება მონაცემთა გატარების საკუთარი კონფიდენციალურობის წესები ჰქონდეთ. მესამე მხარეების მიერ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, პირდაპირ გაეცნოთ იმ კონფიდენციალობის დებულებებს გაეცნოთ, რომლებიც ვებგვერდზეა მოცემული. ამას გარდა, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ მესამე მხარეებისგან, მაგალითად, როდესაც მონაწილეობთ ერთგულების პროგრამაში.
11.3. მონაცემთა დამმუშავებლები
ჩვენგან შეძენილი მომსახურებების გასაწევად ზოგიერთი მესამე მხარისგან დახმარებას ვიღებთ. ამგვარ მომსახურებებში შედის:
- მიწაზე მომსახურებები აეროპორტებში;
- ანგარიშსწორების გატარების მომსახურებები;
- ლოიალურობის პროგრამების მუშაობა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიით მხარდაჭერის მომსახურებები;
- აეროპორტებში გარკვეული სახის მომსახურებების მოწოდება, როგორიცაა ბილეთების გაყიდვა, ბარგი, პრიორიტეტული ჩასხდომა, ფრენების შეცვლა;
11.4. ქოლ-ცენტრი
ქოლ-ცენტრის მომსახურების დროს ჩვენ ვიყენებთ გარეშე მომწოდებლების სერვისებს. აღნიშნული მომწოდებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის
მიღება შეგიძლიათ აქ. ჩვენი ქოლ-ცენტრი თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების შესაბამისად. თქვენი თანხმობის საფუძველზე, სატელეფონო ზარები იწერება სიტყვიერი ვალდებულებების დასაცავად და ჩანაწერების გასავრცელებლად. ისინი შეიძლება დავაკავშიროთ ჯავშნების სხვა მონაცემებთანაც. ელექტრონული სახით, ფოსტით ან ელფოსტით გამოგზავნილი საჩივრები ინახება არქივში და მომავალში შესაძლო საჩივრების დამუშავების მიზნით შეიძლება დავაკავშიროთ ჯავშნების სხვა მონაცემებთანაც.
11.5. ხელისუფლების ორგანოები და სამართალდამცავები:
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ სახელმწიფო ან სამართალდამცავ ორგანოებს, როგორიცაა პოლიცია ან მარეგულირებელი ორგანოები, თუ ამის შესახებ მოთხოვნა შემოვა და ამას კანონი მოითხოვს; ან იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და აქტივების უსაფრთხოება.
11.6. სასაზღვრო პოლიცია და იმიგრაციის ორგანოები:
ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air ვალდებულია, სასაზღვრო კონტროლის სამსახურებს დაჯავშნასთან და მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს. ამიტომ, თუ რაიმე ინფორმაცია გაგვაჩნია თქვენი მოგზაურობის შესახებ, ის შეიძლება გავუმჟღავნოთ საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურებს თქვენი გამგზავრების ან დანიშნულების ადგილზე. ამას გარდა, ზოგიერთი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა Wizz Air-ისგან მოითხოვს ყველა მგზავრის პასპორტისა და სხვა ანალოგიური ინფორმაციის შეგროვებას ამ ქვეყნებში ჩასვლამდე ან იქიდან წამოსვლამდე. კანონმდებლობის შესაბამისად, Wizz Air აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამის საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურებს მიაწვდის.
გაცნობებთ, რომ ტერორისტული ქმედებებისა და მძიმე კრიმინალური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, გამოსავლენად, გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დასასჯელად მგზავრების სახელების ჩანაწერების (PNR) გამოყენების თაობაზე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2016 წლის 27 აპრილის დირექტივა (EU) 2016/681-ის მიხედვით, Wizz Air ვალდებულია, თქვენს მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს მგზავრთა შესახებ ინფორმაციის ცენტრს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც მიემგზავრებით.
12.
პერსონალური მონაცემების გარეშე ქვეყნებისთვის გადაცემა
ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა საჭიროა თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად. მონაცემებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ Wizz Air-ის გუნდის წევრებს, მონაცემთა დამმუშავებლებსა და მომსახურების მომწოდებლებს იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ევროპის ეკონომიკურ ზონასთან შედარებით ნაკლებად დაცულია. საჭიროების შემთხვევაში, Wizz Air ყოველ ღონეს იხმარს იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებმა მხარეებმა უზრუნველყონ მონაცემთა შესაბამის დონეზე დაცვა მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, კერძოდ, ევროკომისიის მიერ გამოცემული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების გამოყენებით ან ევროკომისიის გადაწყვეტილების შესრულებით, რომლის თანახმადაც პერსონალური მონაცემების მიმღებმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს მონაცემების სათანადო დონეზე დაცვა.
თუ საზღვარგარეთ მონაცემთა გადაცემის დროს სათანადო დაცვის უზრუნველყოფა არ მოხდება, თქვენგან სასწრაფო თანხმობას მოვითხოვთ ამგვარ გადაცემაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ამგვარი გადაცემა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკებთან, კერძოდ, მიმღები ქვეყნის არაუფლებამოსილ მესამე მხარეებს, შესაძლოა, წვდომა ჰქონდეთ ამ მონაცემებთან და შეიძლება ვერ მოახერხოთ მონაცემთა სუბიექტის უფლებების და/ან თქვენი უფლებების გამოყენება ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და კონფიდენციალურობაზე თქვენს უფლებას.
ჩვენს ვებსაიტზე, წარმომავლობისა და დანიშნულების ადგილებში, შეგიძლიათ იხილოთ გარეშე ქვეყნები, სადაც შეიძლება გაიგზავნოს ან ხელმისაწვდომი იყოს თქვენი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული დამოკიდებულია თქვენი მოგზაურობის დანიშნულების ადგილზე და მომწოდებლებზე, რომლებსაც მომსახურების გასაწევად მივმართავთ.
13. მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია:
კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან იმის გასარკვევად, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, დაგვიკავშირდით ჩვენი ვებფორმის მეშვეობით ან მისწერეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ მისამართზე: Wizz Air Hungary Ltd., Laurus Offices, Kőér street 2/A,
Building B, II-V., H-1103 Budapest (ან data.protection [at]wizzair.com).
14. ქუქი-ჩანაწერები
როცა ჩვენს ვებსაიტს გამოიყენებთ, ბრაუზერის მეშვეობით თქვენს მოწყობილობაში შეინახება ქუქი-ჩანაწერები. ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ტიპის ქუქი-ფაილებს. ზოგიერთი ქუქი-ფაილი მუდმივად ჩართულია, ვინაიდან ისინი აუცილებელია ვებგვერდის სათანადო მუშაობისთვის. ანალიტიკური მიზნებისთვის საჭირო ქუქი-ჩანაწერები აუმჯობესებს ჩვენს ვებსაიტს და მის სამომხმარებლო ფუნქციებს. სხვა ქუქი-ჩანაწერები გამოიყენება ვებსაიტის უფრო მოსახერხებელი პარამეტრებისთვის და თქვენთვის სასურველი კონტენტის საჩვენებლად, ასევე, გეხმარებათ ინფორმაციის გაზიარებაში. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ არჩეული პარამეტრების მიხედვით, ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება აღარ იყოს ხელმისაწვდომი ან ჩვენ შეიძლება ვეღარ შევძლოთ თქვენთვის ინდივიდუალური კონტენტის მოწოდება. Wizz Air-ის მიერ გამოყენებული ქუქი-ჩანაწერებისა და მათი დაბლოკვის ხერხების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ.
თქვენს Wizz Air ანგარიშზე შესვლამდე ამგვარი მონაცემები წინა წინადადებაში აღწერილი მიზნებისთვის გამოიყენება ანონიმური ფორმით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს სახელსა და სხვა მაიდენტიფიცირებელ მახასიათებლებს ჩავანაცვლებთ, რათა თქვენი ვინაობის გამოცნობა შეუძლებელი გახდეს. ამას გარდა, მოხმარების ამგვარი პროფილების სხვა შენახულ მონაცემებთან ერთად კომბინაცია არ მოხდება. თქვენ მიერ Wizz Air ანგარიშზე შესვლის შემდეგ ამგვარი მონაცემები წინა წინადადებაში აღწერილი მიზნებისთვის გამოიყენება ინდივიდუალურად და დაკავშირებული იქნება თქვენთან.
ზემოაღწერილის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს თქვათ უარი მომხმარებელთა პროფილების შედგენის მიზნით თქვენი მონაცემების გამოყენებაზე.
თქვენთან დაკავშირებული არაპერსონალურად მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, ანონიმური დემოგრაფიული ინფორმაცია და ონლაინ შესრულებული მოქმედებების ჩანაწერები (თუმცა ამით არ შემოიფარგლება), მარკეტინგული კვლევის მიზნით, ასევე, შეიძლება გადავცეთ ჩვენს კონტრაქტორ პარტნიორებს (მაგ., მომსახურების გარეშე მომწოდებლებს ან ბანკებს, რომლებიც WIZZ-ის ბრენდირებულ საკრედიტო/სადებეტო ბარათებს გასცემენ სპეციალური შეღავათებით). „არაპირადული იდენტიფიცირებადი ინფორმაცია“ ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ პირად მონაცემებს შევცვლით ისე, რომ პირადული თუ მატერიალური გარემოებები ვეღარ ასოცირდება თქვენთან ან ამგვარი ასოცირებისათვის საჭირო იქნება უსაზღვროდ დიდი დრო, ხარჯი და ძალისხმევა. ჩვენ ვინახავთ მონაცემებს, რომლებიც დაჯავშნის პროცესის დროს თქვენი ბრაუზერისა და მოწყობილობის მიერ ჩვენი ვებსაიტისთვის იგზავნება. აღნიშნული მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება მხოლოდ განზოგადებული ფორმით ხდება, რის შედეგადაც თქვენი ვინაობის დადგენა შეუძლებელია.
15. თქვენი პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება
ჩვენ მოგაწვდით სიახლეებს ხელსაყრელ ვარიანტებსა და სპეცშემოთავაზებებთან დაკავშრებით, თუ გამოიწერთ ამგვარ მომსახურებას ან განაცხადებთ თანხმობას. სიახლეებს მიიღებთ ელფოსტის, SMS-ის, push-შეტყობინებებისა თუ აპის შეტყობინებების მეშვეობით. ელექტრონულად არ დაგიკავშირდებით მარკეტინგული მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარკვევით მოითხოვთ ამას თანხმობის ფორმაში შესაბამისი უჯრების მონიშვნით, სადაც საკონტაქტო ინფორმაცია შეიტანეთ.
16. ცვლილებები კონფიდენციალურობის შეტყობინებაში
კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების შეცვლის შემთხვევაში, განახლებულ ვერსიას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებსაიტზე,wizzair.com-ზე.
17. მესამე მხარის ვებსაიტები
თქვენი კომფორტისა და ინფორმირებისთვის wizzair.com სხვა ვებსაიტების ბმულებსაც გთავაზობთ. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვებსაიტებს შეიძლება ფლობდნენ ან მართავდნენ სხვა კომპანიები და ორგანიზაციები, მათ კი უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული დებულებები ჰქონდეთ. Wizz Air-ს არ აქვს კონტროლი და არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციაზე, მასალაზე, პროდუქტებსა თუ სერვისებზე, რომლებსაც აღნიშნული ვებსაიტები შეიცავს ან გთავაზობთ.
18.
მესამე მხარეებთან დაკავშირებული ვალდებულება
Wizz Air არ აგებს პასუხს თქვენი მონაცემების მესამე მხარის მიერ გამოყენებაზე, თუ ამგვარი გამოყენება მათი მიზნებისთვის დაშვებულია. ამგვარ შემთხვევებში, ეს მესამე მხარეებიც მიიჩნევიან მონაცემთა ოპერატორებად. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მათ კონფიდენციალურობის დებულებებს.
კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულება ძალაში შედის 2020 წლის 11 აგვისტოდან.